Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ-ის სენატმა ხაშოგის მკვლელობაში საუდის არაბეთის პრინცი დაადანაშაულა

14 დეკემბერი, 2018 11:40

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ტრამპისა და საუდის არაბეთის წინააღმდეგ ორმაგი გადაწყვეტილება მიიღო. სენატორებმა კენჭისყრით გადაწყვიტეს, რომ დაასრულონ საუდის არაბეთის დახმარება იემენის ომში და ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა საუდის პრინცს მოჰამედ ბინ სალმანს დააკისრონ.

ბერნი სანდერსისა და მაიკ ლის რეზოლუციას დემოკრატებთან ერთად 7 რესპუბლიკელი სენატორიც შეუერთდა. კენჭისყრა 56 ხმით 41-ის წინააღმდეგ დასრულდა.

სენატის რეზოლუციას ძალაში შესასვლელად წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერა სჭირდება, სადაც რესპუბლიკელები საუდის არაბეთის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს ბლოკავდნენ. სენატის გადაწყვეტილებას წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერის შემთხვევაშიც, ტრამპი, სავარაუდოდ, ვეტოს დაადებს. თუმცა, ეს რეზოლუცია გამორჩეულია იმით, რომ რესპუბლიკელთა ნაწილის მხარდაჭერაც მოიპოვა.

რესპუბლიკელი სენატორის ბობ კორკერის თქმით, ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ აშშ თავისი ღირებულებების ერთგულია. ტრამპი კი ვაშინგტონს საუდის არაბეთისა და პრინცის მხარდაჭერას სთხოვს, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტის მკვლელობაში ბინ სალმანი აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო ბიურომაც დაადანაშაულა.

საუდის არაბეთი ამერიკისთვის ახლო აღმოსავლეთში ირანის საპირწონე ძალაა. იემენშიც აშშ არაბებს ირანის მხარდაჭერილი შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. ქვეყანაში ომი უკვე 5 წელია მიმდინარეობს და ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ივნისი
19 ივნისი

„თბილისი პრაიდის“ წევრები: გვემუქრებიან ...

პრაიდის კვირეულის ორგანიზატორები გიორგი თაბაგარი და თამაზ სოზაშვილი ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრ ...
19 ივნისი
19 ივნისი

საპატრიარქო მრევლისა და მოძღვრებისგან აგ ...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, ამ განცხადების მიხედვით, "ბოლო დროს ე.წ.  LGBT-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლ ...
19 ივნისი
19 ივნისი

11 ივნისიდან 19 ივნისამდე მოსამართლეობის ...

პროფესორმა გიორგი თუმანიშვილმა მიმდინარე წლის 11 ივნისს წარუდგინა და საჯარო გახადა ხელოვნური ინტელექტის მიერ უზენაესი სა ...
^