Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თელავის მერია გაერთიანებულ ოპოზიციას 16 დეკემბერს აქციის ჩატარებას სხვა ადგილზე სთავაზობს

14 დეკემბერი, 2018 12:53

გაერთიანებულ ოპოზიციას თელავში 16 დეკემბერს დაგეგმილი აქციის გამართვაზე თელავის მერიამ ადგილის შეცვლა მოსთხოვა.  ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის  წარმომადგენლმა, გიორგი ბოტკოველმა „ლიბერალს“ დაუდასტურა. 

მისი თქმით, თელავის მერიამ მისწერა მათ წერილი და მოსთხოვა ადგილის შეცვლა. მისი თქმით, წერილში საუბარია უსაფრთხოების საკითხებზე და ნათქვამია, რომ ტერიტორია, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია აქციის გამართვას აპირებს უსაფრთხოების მიზნით დაცვის გადაადგილებისთვის არის საჭირო. 

„ჩვენ, როცა მოვითხოვეთ ეგ ადგილი, ზუსტად ვიცოდით, რომ მაგ ადგილს არაფერი ღონისძიება არ იმართებოდა და გუშინ მერის მიერ მოწერილ წერილში დადასტურდა ეს. მაგრამ წერილში ის საუბრობს ისეთ დეტალებზე, რომელიც მისი კომპეტენცია არ არის, მაგალითად, დაცვის საკითხებს. ამბობს, რომ ეს ტერიტორია გადაადგილებისთვის და დაცვისთვის არის საჭირო, რაც არ არის არგუმენტი ნამდვილად. გვთავაზობს ადგილს, რომლის მასშტაბიც არ ყოფნის იმ აქციას, რაც იგეგმება“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა. 

ბოტკოველის თქმით, გაერთიანებული ოპოზოცია აპირებს ჩაატაროს მშვიდობიანი აქცია იმ  მოედანზე, სადაც აქამდე ჰქონდათ დაგეგმილი. 

„ჩვენ ამ ადგილზე ვაპირებთ ღონისძიების ჩატარებას, იქნება მშვიდობიანი საპროტესტო მანიფესტაცია და ვაცხადებთ, რომ პირიქით, ხელი უნდა შეგვიწყონ და უზრუნველყონ ყველანაირი უსაფრთხოება. ჩვენ ვაპირებთ ზუსტად იმ მოედანზე, ერეკლე მეორის ძეგლსა და ჭადარს შორის მოედანზე,  რომელიც ხელს ნამდვილად არ შეუშლის ინაუგურაციას,“ - განუცხადა „ლიბერალს“ ბოტკოველმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^