Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროვოკაციების მოწყობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა - კობახიძე თელავში დაგეგმილ აქციაზე

14 დეკემბერი, 2018 13:44

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავში 16 დეკემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  პროვოკაციების მოწყობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, თუმცა  ისინი ამას აღკვეთენ და ინაუგურაცია ჩაივლის დაბრკოლების გარეშე.

„რაც შეეხება თელავში დაგეგმილ აქციას, ზოგადად, პროვოკაციების მოწყობა ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ აღვკვეთოთ ასეთი პროვოკაციები და დამერწმუნეთ, რომ ინაუგურაცია ჩაივლის დაბრკოლებების გარეშე.

შეიძლება, იყოს გარკვეული პროვოკაციები, თუმცა ამას შევხვდებით სათანადოდ, ისე, როგორც საჭიროა და იმ სტილით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, რაიმე პრობლემას არ ველოდები თელავში“, – განაცხადა კობახიძემ. 

გაერთიანებულ ოპოზიციას თელავში 16 დეკემბერს დაგეგმილი აქციის გამართვაზე თელავის მერიამ ადგილის შეცვლა მოსთხოვა.  ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის  წარმომადგენლმა, გიორგი ბოტკოველმა „ლიბერალს“ დაუდასტურა. 

მისი თქმით, თელავის მერიამ მისწერა მათ წერილი და მოსთხოვა ადგილის შეცვლა. წერილში საუბარია უსაფრთხოების საკითხებზე და ნათქვამია, რომ ტერიტორია, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია აქციის გამართვას აპირებს, უსაფრთხოების მიზნით დაცვის გადაადგილებისთვის არის საჭირო. 

ბოტკოველის თქმით, გაერთიანებული ოპოზოცია აპირებს ჩაატაროს მშვიდობიანი აქცია იმ  მოედანზე, სადაც აქამდე ჰქონდათ დაგეგმილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^