Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტყიბულის შახტის ადმინისტრაციის 6 დაკავებული თანამშრომელი 5 000-ლარიანი გირაოთი გამოუშვეს

15 დეკემბერი, 2018 14:40

ტყიბულის შახტის ადმინისტრაციის 6 დაკავებულ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა 5 000 - 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. როგორც „ლიბერალთან" საუბრისას დაცვის მხარის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, ექვსივე მათგანი დანაშაულს აღიარებს. 

„გუშინ მეექვსემაც აღიარა და უდავოდ გახადა ყველა მტკიცებულება. შესაბამისად, თუ მტკიცებულებებს არ იკვლევ და მოწმეებსაც არ კითხავ, ერთადერთი საფრთხე რის გამოც მოსამართლემ თავის დროზე პატიმრობა შეუფარდა მათ, ეს იყო მოწმეებზე ზემოქმედება და არა მიმალვა და ა.შ. აქედან გამომდინარე, რადგან აღარ ვკითხავთ მოწმეებს, ეს როგორც ახალი გარემოება, საფუძველი იყო იმისა, რომ მოსამართლეს გადაეხედა აღკვეთის ღონისძიებისთვის და გირაო შეუფარდა", - ამბობს ჭაბაშვილი.

მისი თქმით, შემდგომი სასამართლო პროცესი 12 თებერვალს ჩაინიშნა და მოსამართლის გადაწყვეტილება საქმეზე სავარაუდოდ ამავე პროცესზე გახდება ცნობილი.

---------------------------------------------

შახტის ადმინისტრაციის 6 თანამშრომელი აგვისტოში დააკავეს. ესენი არიან: მინდელის სახელობის შახტის დირექტორი, ამავე შახტის მთავარი ინჟინერი, შახტის მენეჯერი, N1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსი, ამავე უბნის უფროსის მოადგილე და უფროსის თანაშემწე; 

გამოძიების პოზიციით, დაკავებული პირების მიერ დარღვეულ იქნა „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები, რომლის თანახმად, აკრძალულია იმ შახტებში მუშაობა, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების წესები.

„მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პირებისთვის ცნობილი იყო მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ, კერძოდ, მათთვის ცნობილი იყო, რომ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, შახტში ჭერი არ იყო გამაგრებული და ხელოვნურად ჩამოშლილი, 2018 წლის თებერვალში დაიწყო სამთო სამუშაოების წარმოება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

5 აპრილს, დაახლოებით, 03:30 საათზე, ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების წარმოების დროს მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც ჭერი ჩამოინგრა და მიღებული მრავლობითი დაზიანებების გამო გარდაიცვალა შახტის 6 თანამშრომელი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ორმა მეშახტემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^