Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სექსუალური ორიენტაციის მიზეზით ამ ეტაპზე რაიმე დანაშაული არ იკვეთება - შსს „თანასწორობის მოძრაობის" განცხადებაზე

15 დეკემბერი, 2018 16:34

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სავარაუდო მუქარის ფაქტზე საპარტულო პოლიციამ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ შსს-ში „ლიბერალს" „თანასწორობის მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განუცხადეს. 

მოძრაობის თქმით, 14 დეკემბერს ღამით სამ ადამიანს, ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ. შემთხვევა რესტორან „ხინკლის სახლში” მოხდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რაიმე სახის შეუწყნარებლობის მოტივი ან სექსუალური ორიენტაციის მოტივით რაიმე დანაშაული არ იკვეთება.

მათი თქმით, მომხდარის დროს სხეულის დაზიანებას, ცემას ან სხვა სახის ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით მიმდინარეობს. შსს-ში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

--------------------------------------

14 დეკემბერს ღამით სამ ადამიანს, ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ. შემთხვევა რესტორან “ხინკლის სახლში” მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „თანასწორობის მოძრაობა" ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადბით, დაზარალებულებს შორის ერთ-ერთი „თანასწორობის მოძრაობის" ქალი თანამშრომელია.

„როგორც ჩვენი თანამშრომელი იხსენებს, თავის ქალ მეგობართან ერთად იმყოფებოდა რესტორანში, სადაც გვერდითა მაგიდასთან მსხდომი ორი კაცი ეპატიჟებოდა, მათ მაგიდასთან დამსხდარიყვნენ [„გოგოებო, ჩვენთან დასხედით”].

გვერდითა მაგიდიდან სექსუალური შევიწროება იმდენად შემაწუხებელი იყო, რომ ჩვენი თანამშრომელი მივიდა მათთან და მოსთხოვა, რომ შევიწროება შეეწყვიტათ, პასუხად ირონიული და ცინიკური დამოკიდებულება მიიღო.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აღნიშნულ რესტორანში ჩვენი თანამშრომელი ნაცნობს შეხვდა და მოიკითხეს ერთმანეთი. ამას მოჰყვა მათი მხრიდან ჰომოფობიური სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ვიდეოში, რომელიც ინცინდენტის დროსაა ჩაწერილი, ჩანს, დანით როგორ ექმურება ერთ-ერთი თავდამსხმელი დაზარალებულებს. ასევე, ხინკლის სახლის თანამშრომლები ცდილობდნენ დაზარალებულების გაყვანას", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^