Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთაწმინდაზე და გმირთა მემორიალთან მისვლა ზურაბიშვილის პერსონალური გადაწყვეტილება იყო - კახიშვილი

15 დეკემბერი, 2018 21:06

საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელის კახა კახიშვილის განცხადებით, დღეს მთაწმინდის პანთეონში და გმირთა მემორიალთან მისვლა სალომე ზურაბიშვილის პერსონალური გადაწყვეტილება იყო. 

„ეს არ არის საინაუგურაციო კომისიის ორგანიზების საკითხი. მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. სალომე ზურაბიშვილმა ასე გადაწყვიტა. ეს იყო მისი პერსონალური გადაწყვეტილება, ალბათ, მის შტაბთან ერთად. კონკრეტულად ჩვენ ამ ღონისძიებაში არ ჩავრთულვართ“, - განაცხადა კახიშვილმა.

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ის ასევე იმყოფებოდა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. თუმცა მედიისთვის ანონსი მისი ვიზიტების შესახებ არ გაუვრცელებიათ.

გმირთა მოედანზე და მთაწმინდის პანთეონში მისი მისვლის კადრები ზურაბიშვილის პრესსამსახურმა გადაიღო და შემდეგ გაავრცელა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^