Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: კახეთის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

16 დეკემბერი, 2018 9:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინაუგურაციის გამო კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილი გზებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული დელეგაციების, ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის და მოწვეული ყველა სტუმრის უსაფრთხოებას დაიცავს. თელავში, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.

აღნიშნული ღონისძიების გამო, კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

დღეს,  ინაუგურაციის პარალელურად თელავში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია იმართება. 

შსს-ს ინფორმაციით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი აქციის გამო მობილიზებული იქნება საპოლიციიო ძალები. შსს მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს დაიცვან წესრიგი და დაემორჩილონ პოლიციას. 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, დაიცავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ აქციებზე შეკრებილი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს.

მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია. უზრუნველყოფილი იქნება როგორც ინაუგურაციის მშვიდ გარემოში ჩატარების საკითხი, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლება და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, ერეკლეს მეორის სასახლეში დღის 3 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 მარტი
23 მარტი

ვიდეო► ლადო აფხაზავამ სახალისო პრეზენტაც ...

ქართველი მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტია, ამჟამად დუბაიში იმყოფება, სადაც 2 ...
23 მარტი
23 მარტი

EMC ზვიად რატიანის საქმეზე შინაგან საქმე ...

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას შესახ ...
23 მარტი
23 მარტი

სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ტყი ...

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურ ...
^