Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს ყვარელთან განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

16 დეკემბერი, 2018 13:04

თელავში გასამართი საპროტესტო აქციის მონაწილეთა კოლონა ყვარლის გადასახვევთან შეფერხებულია.

პოლიცია ოპოზიციის მხარდამჭერებს თელავისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, "თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად დაანონსებული საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს, სატრანსპორტო საშუალებების  მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, შეთავაზებული ჰქონდათ თელავის  მიმართულებით მოძრაობის უსაფრთხო მარშრუტი. თბილისი-ყვარელი-თელავის მიმართულებით".

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს  შესთავაზა ასევე ალტერნატიული ტრანსპორტი, რომელიც ფეხითმოსიარულეებს  თელავში უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

მიუხედავად პოლიციის მიერ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეთავაზებისა  საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და  ტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების  ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ  მოთხოვნებს. საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას,  სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში,  დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^