Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: ვიდეოების შესწავლისა და მოწმეების გამოკითხვის მეშვეობით იქნება სამართლებრივი რეაგირება

16 დეკემბერი, 2018 14:22

„პოლიცია შეისწავლის თითოეული ინციდენტის ამსახველ ვიდეოკადრებს, ასევე გამოიკითხებიან  მოწმეები, რის შემდგომაც ინციდენტები სამართლებრივად შეფასდება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება". - აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

პოლიციის თქმით,  თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად 
ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების  დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები.

„მიუხედავად გაფრთხილებისა, ალტერნატიული მარშრუტისა და ტრანსპორტის  შეთავაზებისა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის  კანონიერ მოთხოვნებს, გადაუხვიეს შეთავაზებულ მარშრუტს, დაიწყეს ღია  დაპირისპირება და ძალადობა პოლიციასთან. აშკარაა, რომ აქციის მონაწილეების  მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს  პროცესი და დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა." - ვკითხულობთ პოლიციის განცხადებაში.

პრეზიდენტის ინაუგურაციის გასაპროტესტებლად გასამართი აქციის მონაწილეებს თელავისკენ არ უშვებენ. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^