Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა წინამორბედ პრეზიდენტებზე საინაუგურაციო სიტყვაში

16 დეკემბერი, 2018 16:19

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია.

საინაუგურაციო სიტყვაში ის შეეხო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტებს  და რამდენეიმე სიტყვით შეაფასა მათი მოღვაწეობა. 

„უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო:

ერთი საუკუნის წინ პირველი რესპუბლიკის მეთაურებმა  იმ დროისთვის თანამედროვე და პროგრესული კონსტიტუცია მიიღეს;

უდიდესი როლი ითამაშა ზვიად გამსახურდიამ, როცა დანიშნა რეფერენდუმი და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი;

ედუარდ შევარდნაძემ პირველმა გაჭრა გზა ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ;

მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის საწყის ეტაპზე საფუძველი ჩაუყარა არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას;

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისკენ,  გამყარდა სტაბილურობა". - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 მარტი
23 მარტი

ვიდეო► ლადო აფხაზავამ სახალისო პრეზენტაც ...

ქართველი მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტია, ამჟამად დუბაიში იმყოფება, სადაც 2 ...
23 მარტი
23 მარტი

EMC ზვიად რატიანის საქმეზე შინაგან საქმე ...

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას შესახ ...
23 მარტი
23 მარტი

სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ტყი ...

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურ ...
^