„დღეს დაგითმეთ დედა. დღეს დედაჩვენი გახდა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავარსარდალი, ეს ჩვენთვის, შვილებისთვის ძალიან საამაყოა". - უთხრა ჟურნალისტებს თეიმურაზ გორჯესტანმა.
„ეს ძალიან ემოციური მომენტია. ემიგრაციის მემკვიდრე დაბრუნდა საქართველოში და ამ მომენტში, სიმართლე გითხრათ, მე ჩემს ბაბუასა და ბებიაზე ვფიქრობდი - თქვა საქართველოს პრეზიდენტის ვაჟმა.