Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, კარვებს შლიან

16 დეკემბერი, 2018 19:01

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ენმ-ის ლიდერები და მათი მხარდამჭერები კარვებს შლიან. მოქალაქეების ნაწილი სოფელ ველისციხეში განვითარებული მოვლენების გაპროტესტებას აპირებს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, საპროტესტო აქციის მონაწილეები დღეს არ დაიშლებიან.

„დღეს ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ. ვაპირებ აქ დავრჩე ჩემს მეგობრებთან ერთად. რამდენიმე ათეული კარავი გვაქვს, რომლებსაც გავშლით აქ და გავაგრძელებთ პროტესტს."- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ისინი მხარდამჭერებთან ერთად კახეთიდან თბილისში მოემართებიან. მისი თქმით, რუსთაველზე თანაგუნდელებს შეუერთდებიან, რომლებმაც უკვე დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლა. 

დღეს ოპოზიციის ლიდერებმა და მათმა მხარდაჭერებმა თელავში ჩასვლა ვერ შეძლეს. ისინი იქ ინავგურაციის პარალელურად აქციის გამართვას გეგმავდნენ. ლიდერების თქმით, მათ თელავისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი დახვდათ და პოლიციისგან ცენტრალური გზის გახსნას ითხოვნდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა მხარდამჭერებსა და სამართალდამცავებს შორის. 

შს სამინისტროს განცხადებით, უწყება მათ თელავში ჩასასვლელად ალტერნატიულ გზას სთავაზობდა და ცენტრალური გზის გადაკეტვის მიზეზად საგზაო უსაფრთხოება დასახელდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^