Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პუტინი რეპზე: თუ მისი აკრძალვა შეუძლებელია, მაშინ უნდა გავაკონტროლოთ

17 დეკემბერი, 2018 16:21

ვლადიმერ პუტინი ახალგაზრდებში რეპმუსიკის მზარდი პოპულარობით შეშფოთებულია. რუსეთის პრეზიდენტმა სანკტ-პეტერბურგში კულტურის და ხელოვნების საპრეზიდენტო საბჭოს შეხვედრაზე მთავრობას დაავალა, რომ იფიქრონ რეპმუსიკის გაკონტროლებაზე.

„თუ მისი აკრძალვა შეუძლებელია, მაშინ, უნდა გავაკონტროლოთ. როგორ მოვახერხებთ ამას, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. რეპი და თანამედროვე მუსიკა სამ სვეტს ეყრდნობა - სექსი, ნარკოტიკები და პროტესტი. ყველაზე მეტად ნარკოტიკები მაწუხებს. ეს ერის დეგრადაციისკენ მიმავალი გზაა“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინის კომენტარი რეპის გაკონტროლებაზე, თანამედროვე მუსიკოსებზე სახელმწიფოს გახშირებულ თავდასხმას მოჰყვა, რუსეთის ხელისუფლება კონცერტების დახურვითა და მუსიკოსების დაკავებით მუსიკის ცენზურის ქვეშ მოქცევას ცდილობს.

გასულ თვეს რუსეთში დააკავეს რეპერი „ჰასკი“, რომელსაც YouTube-ზე 6 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. „ჰასკი“ მას შემდეგ აიყვანეს, რაც კრასნოდარში კონცერტი მთავრობამ გუუქმა, რეპერმა კი წარმოდგენა ექსპრომტად მაინც მოაწყო.

25 წლის რეპერი სიღარიბეზე, კორუფციასა და პოლიციის ძალადობაზე მღერის. „ჰასკი“ კონცერტი 21 ნოემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ხელისუფლებამ მისი შემოქმედება ექსტრემიზმად შეაფასა და სკაონცერტო დარბაზს დახურვა მოსთხოვა.

ამ დროს „ჰასკი“ მანქანის სახურავზე აძვრა, ასობით მსმენელი შემოიკრიბა და დაიწყო ძახილი: „მე მაინც ვიმღერებ ჩემს სიმღერებს, ყველაზე გულწრფელ სიმღერებს“, - ყვიროდა რეპერი, სანამ დააკავებდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^