Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის საქალაქო სასამართლო თსუ-ის წინააღმდეგ მაგისტრის სარჩელს განიხილავს

17 დეკემბერი, 2018 17:51

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ანა თავხელიძის სარჩელი, სადაც სტუდენტი თავისი სამაგისტრო ნაშრომის შეფასების გაუქმებასა და დამოუკიდებელი კომისიის წინაშე სამაგისტრო ნაშრომის ხელახლა დაცვას მოითხოვს.

მაგისტრის ინტერესებს სასამართლოში PHR-ის იურისტები დაიცავენ.

ორგანიზაციის ცნობით, ანა თავხელიძე 2016-2018 წლებში სწავლობდა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სისხლის სამართლის მიმართულებით. 2018 წლის 17 ივლისს გაიმართა მისი სამაგისტრო ნაშრომის – “აუცილებელი მოგერიების გენდერული ანალიზი ქართულ სისხლის სამართალში” საჯარო დაცვა. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნულ დაცვაზე კომისიის წევრების მხრიდან გამოვლინდა გენდერულად მიკერძოებული მიდგომა, რაც გამოიხატებოდა დისკრიმინაციულ გამონათქვამებში კომისიის წევრების მხრიდან. მოსარჩელის აზრით, კომისიის წევრებმა მსჯელობისას გაამყარეს დამაზიანებელი და შეურაცხმყოფელი გენდერული სტერეოტიპები, მაგალითად, გაუპატიურების საკითხის განხილვისას მათი პოზიციები შეიცავდა მსხვერპლი ქალის დადანაშაულებისა და პასუხისმგებლობის აპრიორი ქალზე დაკისრების მცდელობას.

„ანა თავხელიძის შეხედულებები და ნაშრომში არსებული მსჯელობა განსხვავდებოდა კომისიის წევრების შეხედულებისგან. მოსარჩელის პოზიციით, კომისიის წევრებმა მისი შეხედულებები ავტომატურად მიიჩნიეს სამართლებრივად არასწორად, ვინაიდან განსხვავდებოდა მათი შეხედულებებისგან. კომისიის წევრების მხრიდან არგუმენტად სექსისტური მოსაზრებები იყო მოხმობილი. ნაშრომის დაცვა მიმდინარეობდა არაჯანსაღ, მტრულ გარემოში, რის გამოც სტუდენტს არ მიეცა პრეზენტაციის სრულყოფილად ჩამოყალიბების შესაძლებლობა. ასევე გამოყენებულ იქნა დისკრიმინაციული და არაეთიკური ფრაზები: “სამართლებრივი სიბეცე”, “ევროპიდან წამოღებული სისულელე” და სხვა. საბოლოოდ, მათი დამოკიდებულება დამაზიანებლად აისახა სტუდენტის შეფასებაზე.

სამაგისტრო ნაშრომის დაცვის შემდგომ, შეფასების გამოქვეყნებამდე,  მოსარჩელემ მიმართა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტს და შეატყობინა მომხდარის შესახებ, თუმცა, უნივერსიტეტს დღემდე არ მოუხდენია სათანადო რეაგირება.

შესაბამისად, 21 ნოემბერს, ანა თავხელიძემ, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და სამაგისტრო ნაშრომის შეფასების გაუქმებასთან ერთად, დამოუკიდებელი კომისიის წინაშე სამაგისტრო ნაშრომის ხელახლა დაცვა მოითხოვა“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^