Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: კირკიტაძე დაკავებულია პოლიციელზე თავდასხმის, შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის

17 დეკემბერი, 2018 18:29

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის დაკავების ფაქტზე ოფიციალური განმარტება გააკეთა:

„როგორც მოგეხსენებათ, ინაუგურაციის გამართვამდე გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დააანონსა, რა დროსაც მათი მხრიდან ღიად გაკეთდა განცხადებები ინაუგურაციის ჩაშლასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ინაუგურაციაზე მოწვეული იყო 1800 სტუმარი, მათ შორის უცხოეთიდან მაღალი რანგის სტუმრები, პოლიციამ მაქსიმალურად გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო კონკრეტული მარშრუტით გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება ისე, რომ აქციის მონაწილეებს მიეცათ ალტერნატიული გზით და საშუალებით, აქციის ადგილზე მისვლის შესაძლებლობა.

აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას რამდენჯერმე, სხვადასხვა ფორმით, მიეწოდა ინფორმაცია.

პოლიციის მიერ ეს ინფორმაცია, გადაადგილების კონკრეტულ მარშრუტზე მითითებით, ასევე ადგილზე მიეწოდათ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს.

აღსანიშნავია, რომ შეთავაზებულ ალტერნატიულ გზას აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები პირდაპირ მიჰყავდა თელავში იმ ადგილამდე, სადაც აქცია ჰქონდათ დაგეგმილი.

პოლიციის შეთავაზებას დემონსტრანტების ლიდერებმა უპასუხეს ღიად გამოხატული აგრესიით, ასევე ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ქმედებებს, მათ შორის, თავდასხმებს საქართველოს პარლამენტის წევრებზე, პოლიციელებზე. დაფიქსირდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის რამდენიმე ფაქტიც.

ინციდენტების შედეგად, აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებებით, მძიმედ დაშავდა 10-ზე მეტი პოლიციელი, ასევე დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ტექნიკა, რომლის ღირებულება ათიათასობით ლარს აღწევს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სიტუაციის განმუხტვის შემდეგ დაიწყო ინციდენტების დეტალური შესწავლა. გამოძიება დაიწყო დანაშაულის ნიშნების შემცველ არაერთ ფაქტზე, რომლებზეც ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. გამოძიება მათ შორის დაიწყო აქციის ერთ-ერთი მონაწილის შოთა დალაქიშვილის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე.

გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე.

გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო მოქმედება, მიმდინარეობს ვიდეო-მასალის შესწავლა და არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“,- ნათქვამია უწყების მიერ გვარცელებულ განცხადებაში. 

დავით კირკიტაძე დააკავეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^