Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მოვითხოვთ, გაათავისუფლოთ დავით კირკიტაძე, რომელიც უკანონო პატიმარია" - გიორგი ვაშაძე

17 დეკემბერი, 2018 18:40

„მოვითხოვთ, გაათავისუფლოთ დავით კირკიტაძე, რომელიც უკანონო პატიმარია და აუცილებლად ამ მიმართულებით ვიწყებთ აქტიურ ბრძოლას და მუშაობას. კანონი უნდა კანონებდეს ამ ქვეყანაში და აუცილებლად უზრუნველვყოფთ ამას" - გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე დავით კირკიტაძის დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ „პროვოკაციაზე მიდის".

შსს: კირკიტაძე დაკავებულია პოლიციელზე თავდასხმის, შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის

დავით კირკიტაძეს ჯარიმა, შინაპატიმრობა, ან ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება

„კანონით შეკრების და მანიფესტაციის შესახებ, ჩვენ გვქონდა უპრობლემოდ თელავში მისვლის უფლება. თუ რამის შეზღუდვა უნდოდათ გადაადგილებასთან დაკავშირებით, ამის შესახებ ადმინსიტრაციული აქტი უნდა გამოეცათ, ეს ადმინისტრაციული აქტი ჩვენთვის უნდა ეცნობებინათ. დაბნელდა ამ ქვეყანაში? არანაირი მსგავსი არ ყოფილა. სად არის სამარლებრივი აქტი, რომლითაც გზა ჩახერგეთ? ჩვენ მოვთხოვეთ დოკუმენტი, რის საფუძველზე შეაფერხეს ჩვენი გადაადგილება. რა გვითხრეს მათ? ამის შესახებ ინფორმაცია გავავრცელეთო. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ ზოგადად რაღაც შეზღუდვები შეიძლებოდა ყოფილიყო" - თქვა ვაშაძემ. 

იგი თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. 

„ჯერ იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე რა, გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს რა.  თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში რამდენიც უნდათ“, - განაცხადა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ვაშაძის თქმით, ჯალაძის განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ის „ჭე კლასის მერია".

„ორი წიგნი მაინც უნდა წაიკითხო ადამიანმა თბილისის მერობაზე რომ გაქვს პრეტენზია. ორ წიგნს მაინც რომ წაიკითხავ, ასეთი ლექსიკით არ ილაპარაკებ პოლიტიკოსი" - თქვა ვაშაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^