Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახიანი: პარლამენტი სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილებას უახლოეს სხდომაზე შეუწყვეტს

17 დეკემბერი, 2018 18:58

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ წუთისთვის კონსტიტუციას არღვევს. 

როგორც იურისტმა ლევან ალაფიშვილმა „კომერსანტს" განუცხადა, „სალომე ზურაბიშვილი დღესაც გახლავთ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი. ის ამავდროულად საქართველოს პრეზიდენტია. ამას კი კრძალავს საქართველოს კონსტიტუცია".

კახიანმა „ლიბერალთან" საუბრისას განმარტა, რომ პარლამენტის წევრის მიერ სხვა თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, პარლამენტისთვის განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის. 

„როდესაც იგი პარლამენტის წევრთან შეუთავსებელ თანამდებობას იკავებს, ავტომატურად, პროცედურით დადგენილი მექანიზმებით უწყდება მას უფლებამოსილება. ვინაიდან სალომე ზურაბიშვილი ფიცის დადების მომენტიდან საქართველოს პრეზიდენტია, ეს პროცედურა დაიწყო. უახლოეს დღეებში ჩატარდება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, რის შემდეგაც კომიტეტი პლენარულ სხდომას დასკვნით მიმართავს. უახლოეს პლენარულ სხდომაზე სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილება შეუწყდება. ეს არის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურა, ასეთი რამ ამ და სხვა მოწვევის პარლამენტშიც არაერთხელ ყოფილა. პარლამენტის წევრის სტატუსისთვის შეუთავსებელია ნებისმიერი სხვა თანამდებობა, ასეთ დროს პარლამენტი პროცედურის მიხედვით მოქმედებს და პარლამენტარს უწყეტს უფლებამოსილებას", - აცხადებს კახიანი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^