„ამ კაცს რა უნდა, ეგება გაარკვიოს, დროა პოლიტიკას შეეშვას, ვისაც უნდა იმას უმღეროს და „პაკლონზეც" იმასთან იაროს. გულისამრევია. წერტილი", - წერს Facebook-ის პირად გვერდზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.
ქართველმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ 15 დეკემბერს რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილ კონცერტზე იმღერა. კონცერტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვითაც გამოვიდა.
ბურჭულაძემ კონცერტზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისიდან“ არია „ღვინოვ კახურო“ შეასრულა.