Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი ვაშაძე: გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ დილიდან გურჯაანში, სასამართლოსთან იკრიბება

18 დეკემბერი, 2018 18:05

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დავით კირკიტაძის მხარდასაჭერად ხვალ გურჯაანის სასამართლოსთან შეიკრიბებიან.

„ ხვალ მართვის ცენტრი გადაგვაქვს გურჯაანში, სადაც სასამართლოში გაიმართება დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი. ყველანი ვიქნებით იქ. ჩვენს ყველა მხარდამჭერს შეუძლია, გურჯაანის სასამართლოსთან შემოგვიერთდეს, სადაც ჩვენს პოზიციებს გამოვხატავთ. იმის გამო, რომ არ ვიცით ჯერ, პროცესი როდის იქნება, ხვალ დილიდან შევიკრიბებით გურჯაანის სასამართლოსთან და ვიქნებით მანამ, სანამ პროცესი არ დასრულდება“,- განუცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს. 

დავით კირკიტაძე დააკავეს

მისი განმარტებით, გაერთიანებული ოპოზიცია დავით კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვს. ვაშაძის თქმით, პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა მაღალჩინოსანი, რომელიც კანონს არღვევდა ველისციხეში.

გიორგი ვაშაძე განმარტავს, რომ ხვალინდელი შეკრება მშვიდობიანი იქნება და მსგავსი ტიპის აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართება, იმის მიხედვით  რა პროცესები იქნება ქვეყანაში. 

17 დეკემბერს პოლიციელებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე დააკავეს. შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.

დავით კირკიტაძეს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^