Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გომელაური: არაერთხელ მომხდარა დაბრალება, რომ სუსი უთვალთვალებთ

18 დეკემბერი, 2018 18:43

„არაერთხელ მომხდარა დაბრალება, რომ სუსი უთვალთვალებთ" - ამ სიტყვებით გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ბრალდებებს, რომ დავით კირკიტაძეს დაკავებამდე სუს-ის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ.

„არანაირი საგანგებო რეჟიმი არ არის. ბატონმა მელიამ განაცხადა, რომ ისინი იყვნენ სუსის თანამშრომლები, თუმცა პოლიციის თანამშრომლები არიან და ეს მათმა ხელძღვანელმაც თქვა. ჩვენ ამ საკითხში (კირკიტაძის დაკავება) ჩართულები არ ვყოფილვართ. ეს არის სრული აბსურდი. არაერთხელ მომხდარა დაბრალება, რომ სუსი უთვალთვალებთ, თუმცა არცერთი ამის დამადასტურებელი ფაქტი არ დაუდიათ" - გომელაურის კომენტარს „იმედინიუსი" ავრცელებს. 

გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე პოლიციელებმა დააკავეს. შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.

დავით კირკიტაძის ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა კახეთის სამხარეო სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას იწყებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^