Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდე ოპოზიციაში - კახა კალაძე

18 დეკემბერი, 2018 22:17

თბილისის მერმა, კახა კალაძემ „tv პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ არ  გამოვრიცხავს, ერთ  დღეს აღმოჩნდეს ოპოზიციაში.

ჟურნალისტმა ჰკითხა მერს, რა რეაქცია ექნებოდა, ოპოზიციაში ყოფნისას ხელისუფლებისგან რომ მოესმინა იგივე, რაც კალაძემ გრიგოლ ვაშაძეზე თქვა.  კონკრეტაულად  კითხვა შეეხებოდა კალაძის იმ განცხადებას, სადაც მერი ამბობდა, რომ ვაშაძეს თუ გადატრიალება სურდა, საკუთარ საწოლში გადატრიალებულიყო. 

„მომიწევს გახსენება წლების, როდესაც მე ოპოზიციაში ვიყავი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდე ოპოზიციაში. ვარ პოლიტიკური გუნდის წევრი, ვარ პოლიტიკოსი და ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, აქ სიახლეს და რაღაც განსხვავებულს ვერაფერს ვერ ვიტყვი.

შესაბამისად, მე, როდესაც ვარ ხელისუფლებაში დაწარმოვადგენ ხელისუფლებას ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ რომ ჩემი ყოველდღიური ცხოვრებით, ქმედებებით, იმ საქმიანობით, რაზეც ვარ პასუხისმგებელი, ვიყოთ სამაგალითოები. მე იგივე დამოკიდებულება მქონდა, როდესაც ვიყავი ოპოზიციაში“,-განაცხადა კალაძემ. 

კალაძემ შემდეგ განმარტა, რომ მას არ უგულისხმია „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში ყოფნა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ სულ ხელისუფლებაში ვერ იქნება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^