Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: აღმაშენებლის გამზირზე მოიჭრა დაავადებული ხეები, სამწუხაროდ, ქალაქში ასეთი ბევრია

19 დეკემბერი, 2018 11:49

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით,  გუშინ სოცილაურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს აღმაშენებლის განზირზე ხეები უკანონოდ მოიჭრა, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ხეები იყო დაავადებული და სხვა ხეების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით უნდა მოჭრილიყო აღნიშნული ხეები.

„გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტომასალა, თითქოს თბილისის მერია უკანონოდ ჭრის ხეებს, კონკრეტულად საუბარია აღმაშენებლის გამზირზე. მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ზუსტი და სწორი ინფორმაცია, რომ ეს არის სიცრუე. არ დაიჯეროთ, მეგობრებო. ამავდროულად „რუსთავი 2-მა“ არ დააყოვნა და სიუჟეტი მიუძღვნა ამ ყველაფერს, სიცრუეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ნამდვილად მოიჭრა ხეები, ხმებოდა დაავადებული ფიჭვები და ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ყოფილიყო დროული პრევენცია, ჯანსაღი ხეების დაზიანების თავიდან არიდების მიზნით. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ბევრი ასეთი დაავადებული ხე გვაქვს ჩვენ დედაქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

კალაძის თქმით, მოჭრილი ხეების ნაცვლად დაირგვება ახალი ხე-მცენარეები. 

„ამ მოჭრილი ხეების ნაცვლად დაირგვება ახალი ხე-მცენარეები, რომელიც ნუსხით არის დამტკიცებული და წინასწარ ვიცით, რომელი ხეები არის საჭირო ჩვენი დედაქალაქისთვის, ამაზე მუშაობდა ჩვენი სამსახურები, არასამთავროობო ორგანიზაციები იყო ჩართული“, - თქვა კალაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^