Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: დაუშვებელ ადგილებში განთავსებული ჯიხურების ადგილმონაცვლეობა 3-6 თვეში უნდა მოხდეს

19 დეკემბერი, 2018 14:04

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, კანონმდებლობით დაუშვებელ ადგილებში განთავსებული ჯიხურების ადგილმონაცვლეობა სამიდან ექვს თვემდე ვადაში უნდა მოხდეს.

თბილისის მთავრობის სხდომაზე მან აღნიშნა, რომ ჯიხურების უმრავლესობას სულ ახლახან გაუვიდა იჯარის ვადა და „დღეს, იმ გარემოებაში გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ეს 2 500 ჯიხური დაახლოებით, ამდენივე და ალბათ კიდევ უფრო მეტი ადამიანის ერთადერთი შემოსავლის წყაროა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კანონმდებლობით დაუშვებელ ადგილებში განთავსებული ჯიხურების მფლობელებს საკუთარი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა ადგილმონაცვლეობის შემდეგ მიეცემათ.

„თბილისი არ უნდა იყოს და რა თქმა უნდა, არ იქნება ჯიხურების ქალაქი. ყველა ის ჯიხური, რომელიც მდებარეობიდან გამომდინარე პრობლემური არ არის, თავის ადგილზე დარჩება, ხელახლა გამოცხადდება აუქციონები და მათ მიეცემათ შესაძლებლობა, საკუთარი საქმიანობა ახალი ვადით განაგრძონ. დეტალურად გვაქვს აღრიცხული ყველა ის ობიექტი, რომელიც ქალაქგეგმარების თვალსაზრისით, არასწორ ადგილზეა განთავსებული. ასეთ ჯიხურებს მერია დამატებით ვადას - სამიდან ექვს თვემდე განუსაზღვრავს. მოხდება იჯარის ვადის გადაცილებიდან დღემდე უკანონოდ ყოფნის პერიოდის ლეგალიზება და მიეცემათ დამატებითი ვადა, რა დროსაც მათ ექნებათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, დამატებითი ვადის ამოწურვის შემდეგ, ქალაქგეგმარების თვალსაზრისით არასწორ ადგილზე განთავსებული ჯიხურების მფლობელებმა მსგავსი სავაჭრო ობიექტები უნდა აიღონ.

ფოტო: Chai Khana

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^