Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახა ოქრიაშვილი მოსამართლეს სთხოვს კირკიტაძეს გირაო ან შინაპატიმრობა შეუფარდოს

20 დეკემბერი, 2018 12:23

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი დავით კირკიტაძის საქმის განმხილველ მოსამართლეს თხოვნით მიმართავს, აღკვეთის ღონისძიების სახით თუ შესაძლებელია მას არასაპატიმრო სასჯელის რომელიმე ფორმა – გირაო ან შინაპატიმრობა შეუფარდოს.

კახა ოქრიაშვილის განცხადებას 1tv.ge ავრცელებს

„მსურს, გამოვეხმაურო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირტიკაძის საქმეს, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში. უდავოა, რომ მისი ქმედებები პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სამართლებრივად უნდა შეფასდეს. მან პასუხი უნდა აგოს თითოეულ იმ მოქმედებაზე, რაც მთელმა საზოგადოებამ იხილა.

ამასთანავე, ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს უახლოეს წარსულში მომხდარი მსგავსი შემთხვევები – სახელმწიფო მოხელეებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტები, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები და სხვა გადაცდომები, რომელთა გამოც, სასამართლომ ამ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეუფარდა არა პატიმრობა, არამედ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება.

სწორედ სამართლიანი სასამართლოს პრინციპებიდან გამომდინარე, რათა არავის გაუჩნდეს ეჭვი, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს, დავით კირკიტაძის მიმართაც შესაძლებელია არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება. ამიტომ, დავით კირკიტაძის საქმის განმხილველ მოსამართლეს ვთხოვ, აღკვეთის ღონისძიების სახით, მას შეუფარდოს არასაპატიმრო სასჯელის რომელიმე ფორმა – გირაო ან შინაპატიმრობა, თუ ეს შესაძლებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისთვის გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. სასამართლო დღეს, 10:30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ივნისი
17 ივნისი

შსს-მ უკანონო ფორმირებების შექმნის ფაქტზ ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰომოფობიურად განწყობილი ბიზნესმენის ლევან ვასაძის მოწოდებების შემდეგ გამოძიება დაიწყო.  ...
16 ივნისი
16 ივნისი

14 ივნისს ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ...

მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიე ...
15 ივნისი
15 ივნისი

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეთა ორი ჯგუფის დ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როცა მოქალაქეთა ორი „საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი&ld ...
^