Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურორი: დავით კირკიტაძემ 2015 წელს გირაოს პირობა დაარღვია

20 დეკემბერი, 2018 13:35

დავით კირკიტაძის საქმის პროკურორმა, სანდრო გიორგაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების მიზეზებზე ისაუბრა და განმარტა, რომ კირკიტაძემ 2015 წელს შეფარდებული გირაოს პირობა დაარღვია. მისი განმარტებით, სწორედ ეს გახდა ბრალდების მხარის მხრიდან წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის მიზეზი.

სანდრო გიორგაშვილის ინფორმაციით, 2015 წელს დავით კირკიტაძეს ბრალად სსკ-ის 332-ე მუხლის დარღვევა ედებოდა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. პროკურორის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით.

„მან დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა, იმხილება ახალი დანაშაულის ჩადენაში. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ სხვა აღკვეთის ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნებს, არ არსებობდა. სასამართლომ გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა და მას პატიმრობა შეეფარდა“,- ამბობს სანდრო გიორგაშვილი.

დავით კირკიტაძეს გურჯაანის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა მიიღო. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სამართალდამცველებმა 17 დეკემბერს დააკავეს. შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.

დავით კირკიტაძე დააკავეს

კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. მისი ადვოკატის განმარტებით, ბრალდების კვალიფიკაცია  სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილია.

„ბრალდების შინაარსში წერია შემდეგი, რომ ინაუგურაციის დღეს უცხოელი სტუმრებისა და უამრავი სტუმრების გამო პოლიციის მიერ გადაკეტილი იქნა კონკრეტული მაგისტრალი. მომიტინგეები და მათ შორის დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა მოთხოვნას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ავტობუსში მჯდომ ერთ-ერთ პოლიციელს და ხელისა და ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას“,- განმარტავს ადვოკატი.

დავით კირკიტაძეს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება

რაც შეეხება მტკიცებულებებს, ის დაცვის მხარეს დღეს გადაეცა. ადვოკატის განმარტებით, ისინი, ძირითადად, პოლიციელების ჩვენებები და ის სიუჟეტია, რაც 2 დღეა, მასმედიით ვრცელდება. 

ადვოკატი განმარტავს, რომ კირკიტაძე მის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და შიმშილობას აგრძელებს, თუმცა ამჯერად მშრალ შიმშილობას.

„ქონების დაზიანებაზე ბრალში არანაირი მსჯელობა არ არის და როგორც ზეპირად განმარტა გამომძიებელმა, გამოძიება მას ამის გამო ედავება“, - აღნიშნა ადვოკატმა.

დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

გუშინ და დღეს გურჯაანის სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. ისინი კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვენ. მას თავდებში 30-მდე დეპუტატი უდგება.

ადვოკატი: კირკიტაძეს თავდებში 30-მდე დეპუტატი უდგება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^