Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ბახტაძე: ძეგლთა დაცვა ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტია

20 დეკემბერი, 2018 15:34

დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარადგენისას ძეგლთა დაცვა  მთავრობისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტად დაასახელა. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა. 

„ჩვენთვის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა განსაკუთრებული ფასეულობაა. ამაზე დიდი სიმდიდრე ჩვენ ნამდვილად არაფერი გვაქვს. ეს არის სწორედ ის დიადი წარსული, რითაც ვამაყობთ. ძეგლთა დაცვა ჩვენი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ბევრი საქმე გაკეთდა და ბუნებრივია, ეს მომავალშიც გაგრძელდება“,-თქვა ბახტაძემ.

მისი თქმით, ძალიან  მნიშვნელოვანი აღმოჩნდა   რეფორმა, რომლის თანახმად, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროები გაერთიანდა.

„ხშირად ისმის კითხვა, რა იყო ამის მთავარი მოტივაცია და მიზეზი. რა თქმა უნდა, გვქონდა სტრუქტურული არგუმენტი, რომ გვჭირდებოდა მცირე მთავრობა, მაგრამ ამავე დროს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსობრივი არგუმენტი, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ სწორედ ძლიერი განათლების სექტორი, ტრადიციებსა და ძლიერ კულტურაზე დაფუძნებული საზოგადოება და სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი არის იმ ფასეულობების კომბინაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში ყოველთვის იზრდებოდნენ ძლიერი თაობები, ქმნიდნენ ძლიერ საზოგადოებას და შესაბამისად - ძლიერ სახელმწიფოს“, - თქვა ბახტაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^