Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ISFED: არჩევნების მეორე ტურზე „ფეისბუქზე“ დისკრედიტაციული გვერდების რაოდენობა გასამმაგდა

20 დეკემბერი, 2018 17:11

20 დეკემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალური მედიის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. მიმდინარე ანგარიში ძირითადად ეხება საარჩევნო კამპანიურ აქტივობებს „ფეისბუქზე“ მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში თუმცა ასევე შეიცავს პირველი ტურის წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო პერიოდზე დაკვირვების მონაცემებს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მონიტორინგის შედეგები ადასტურებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში „ფეისბუქი“ არა მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიისთვის, არამედ ორგანიზებული და მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანიებისათვის გამოიყენებოდა. ISFED-ის დაკვირვებით, სოციალურ მედიაში პოლიტიკური ჯგუფების აქტივობამ და ნეგატიურმა კამპანიამ უფრო მეტად აგრესიული სახე მიიღო.

ორგანიზაციის ცნობით, მონიტორინგისას შემდეგი ტენდენცია გამოიკვეთა: 

ინტენსიური სახე ჰქონდა სოციალური მედიით კანდიდატებისა და პოლიტიკური აქტორების დისკრედიტაციის მცდელობას ანონიმურ „ფეისბუქ“-გვერდებზე განთავსებული დასპონსორებული კონტენტის მეშვეობით. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ანონიმური გვერდების რაოდენობა მეორე ტურის წინ გასამმაგდა და მათი მხრიდან იმატა მადისკრედიტირებელი პოსტების დასპონსორების ტენდენციამ. 

დისკრედიტაციული „ფეისბუქ“ გვერდები მოქმედებდნენ როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე გრიგოლ ვაშაძის და მათი მხარდამჭერი პარტიების წინააღმდეგ მკვეთრად გამოხატული ნეგატიური გზავნილებით. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, გვერდები მეორე ტურის წინ ძირითადად ორ მოწინააღმდეგე ბანაკად გაიყო. განსხვავებით კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიებისა თუ ლიდერების „ფეისბუქ“-გვერდებისაგან, ანონიმურ გვერდებზე მკვეთრად ნეგატიური, შეძლება ითქვას, ამორალური კამპანია მიმდინარეობდა, ხდებოდა სპეკულირება კანდიდატების პირადი ცხოვრებით, ასევე ხშირად ქვეყნდებოდა ქსენოფობიური თუ ჰომოფობიური პოსტებიც.

მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში თვალშისაცემი გახდა ორგანიზებული ურთიერთშეტევა და საპირისპირო მხრიდან მომავალი დისკრედიტაციული გზავნილების საპასუხო დისკრედიტაციული კამპანიების წარმართვა. თუ გრიგოლ ვაშაძის მოწინააღმდეგე გვერდების მიერ აქტიურად ვრცელდებოდა POSTV-ს კამპანია #არამიშას, სადაც მოქალაქეები ენმ-ს მმართველობის პერიოდიდან გამომდინარე საკუთარ მძიმე გამოცდილებაზე საუბრობდნენ, საპასუხოდ სალომე ზურაბიშვილის მოწინააღმდეგე გვერდებმა წამოიწყეს კამპანია #არასალომეს, სადაც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები სალომე ზურაბიშვილს რუსეთის ინტერესების გამტარებლად და მოღალატედ მოიხსენიებდნენ, მისი მთავარსარდლობა კი დაუშვებლად მიაჩნდათ.

მეორე ტურის წინ შეიქმნა ან გააქტიურდა ყალბი მედიის გვერდები, რომლებიც ოპოზიციური კანდიდატის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. მათი სახელწოდება და ლოგოები მომხმარებელს აფიქრებინებდა, რომ ეს გვერდები ჩვეულებრივ საინფორმაციო სააგენტოებს წარმოადგენენ, სინამდვილეში კი მათი პოსტები ერთ მხრივ ხელისუფლების მხარდაჭერისკენ, მეორე მხრივ კი - გრიგოლ ვაშაძისა და ენმ-ს საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. პოსტების დიდი ნაწილი დასპონსორებული იყო. ამ გზით გვერდები ახერხებდნენ დისკრედიტაციული გზავნილების ფართო აუდიტორიებამდე მიტანას.

ხშირი იყო ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეების მხრიდან სამუშაო საათებში სოციალური ქსელების მეშვეობით აგიტაციის გაწევით საარჩევნო კოდექსის დარღვევის ფაქტები - მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ და ოპოზიციის კანდიდატის წინააღმდეგ აგიტაციაში მეორე ტურის განმავლობაშიც კვლავაც აქტიურად მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეები. „სამართლიანმა არჩევნებმა“ პირველი და მეორე ტურების საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, 5-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით და 15-დან 27 ნოემბრამდე პერიოდში, მთლიანად, სამუშაო საათებში აგიტაციის წესის დარღვევა გამოავლინა 62 საჯარო მოხელის მხრიდან 30 მუნიციპალიტეტში

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^