Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სირიიდან ჯარების გაყვანის გამო აშშ-ის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

21 დეკემბერი, 2018 13:06

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი თანამდებობიდან გადადგა. მინისტრმა გადადგომის შესახებ განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  განაცხდა, რომ ის სირიიდან  ჯარების გაყვანას აპირებს. მინისტრი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. 

როგორც BBC  წერს,  გადადგომის შესახებ წერილში გენერალმა მკაცრად აღნიშნა,  რომ უმჯობესი იქნება, თუ ტრამპი ამ თანამდებობაზე დანიშნავს იმ პირს, რომლის პოლიტიკური ხედვაც თანხვედრაში იქნება პრეზიდენტის ხედვასთან. 

68 წლის ჯეიმს მატისი თანამდებობას თებერვალში დატოვებს. 

კონგრესის წევრები ჯეიმს მატისის ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ. როგორც ისინი აღნიშნავდნენ, მატისის გადადგომა მათთვის შოკისმომგვრელი იყო. 

მიუხედავად იმისა, რომ გენერალი წერილში უშუალოდ სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ არ საუბრობს, ის ადრე აცხადებდა, რომ სირიიდან ჯარის გაყვანა იქნებოდა „სტრატეგიული შეცდომა“. 

ასევე, აღმოჩნდა, რომ გენერალი პრეზიდენტს არ ეთანხმებოდა NATO-სა და რუსეთთან მიმართებაშიც. 

_______________

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ სირიიდან ჯარების გაყვანისთვის ემზადება. 

პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა: ჩვენ დავამარცხეთ ISIS სირიაში, იქ ყოფნის ერთადერთი მიზეზიც ეს იყო. 

ხელისუფლების წარმომადგენლების განაცხადებით, სირიაში იმყოფება აშშ-ის 2000-კაციანი სახმელეთო ჯარი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^