Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბავშვთა ჰოსპისი გაზის გადასახადზე შეღავათს ითხოვს

21 დეკემბერი, 2018 15:21

ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“ ითხოვს, გაზის გადასახადზე შეღავათი გაეწიოს. ჰოსპისი არის სახლი, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ იღებენ პალიატიურ მზრუნველობას.

მათი თქმით, ჰოსპისი გაზის გადასახადს კომერციული ორგანიზაციებისთვის დაწესებული ტარიფით იხდის და ამის გამო გაორმაგებული თანხის გადახდა უწევთ.

„ლიბერალთან“ საუბრისას ჰოსპისში გვითხრეს, რომ გაზის გადასახადი ზამთრის თვეებში საშუალოდ 2 300 ლარს შეადგენს.

„შენობა 3-სართულიანია, ერთ სართულზე არის სტაციონარი, ასევე ცენტრი, არის ადმინისტრაციული სართულიც, მულტისენსორული ოთახი და ა.შ.“, - ამბობენ ჰოსპისში.

მათი ინფორმაციით, ჰოსპისი მდებარეობს სოფელ დიღომში, ამ ტერიტორიას გაზით ამარაგებს კომპანია „ჩირაღდანი 21-ე საუკუნე“, რომელიც გაზს „სოკარიდან“ ყიდულობს, „შემდეგ თავის ფასს ადებს და ყიდის. შესაბამისად ტარიფი კიდევ უფრო მაღალია“.

 „ჰოსპისი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, ბავშვებისთვის აქ ყველანაირი სერვისი უფასოა. ვმუშაობთ ქველმოქმედებით და ასეთი ორგანიზაციისთვის საკმაოდ დიდი გადასახადია“, - ამბობენ ჰოსპისში. მათივე თქმით, მსგავსი პრობლემის მოგვარებას კიდევ რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაცია ითხოვს. კერძოდ: ააიპ „ხელი ხელს“, ააიპ ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია“, ააიპ „პირველი ნაბიჯი საქართველო“;

როგორც ჰოსპისში ამობენ, დახმარებისთვის მიმართეს ენერგეტიკის სამინისტროს, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას, ფინანსთა სამინისტროს, ასევე - თბილისის მერიას. მათი განმარტებით, მთავრობის ადმინისტრაციამ წერილი სემეკს გაუგზავნა, ხოლო მერიისგან პასუხს ამ დრომდე ელოდებიან.

რაც შეეხება სემეკის პასუხს, წერილში აღნიშნულია, სემეკი მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რომ ჩაერიოს მსგავს საკითხში.

„მომხმარებლებისთვის გარკვეული სატარიფო შეღავათების დაწესებასთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ ზემოხსენბული კანონმდებლობა მსგავს მიდგომებს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, სატარიფო მეთოდოლოგიებით განსაზღვრულ საწარმოს დანახარჯთა სტრუქტურაში შეუძლებელია მსგავსი პრინციპის ასახვა და აღნიშნული საკითხის დარეგულირება გარკვეული ტიპის მომხმარებლების მიზნობრივი სუბსიდირების კუთხით წარმოადგენს სახელმწიფოს უფლებამოსილებას“, - ვკითხულობთ სემეკის წერილში.

„გვეგონა გაითვალისწინებდნენ, რომ ჩვენნაირი ორგანიზაციები, რომლებიც ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მშობლებს ემსახურებიან და ფუნქციონირებისთვის თითოეულ თეთრს წვალებით შოულობენ, შეღავათს გაუწევდნენ და ყოველი თვის ბოლოს, ქვითრის მოსვლის შიშს გაუქრობდნენ", - წერს ბავშვთა ჰოსპისი facebook-გვერდზე.

„ლიბერალი“ ესაუბრა კომპანია „ჩირაღდანი 21-ე საუკუნის“ წარმომადგენელსაც. მისი განმარტებით, კომპანიას კომერციული მომხმარებლისთვის 0.95 თეთრი აქვს განსაზღვრული, ხოლო საყოფაცხოვრებო ტარიფი 0.51-ია. ჰოსპისს გაზი სწორედ კომერციული ტარიფით მიეწოდება.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ერთადერთი, რაც შეძლეს, გაზის გადასახადის გადაწევაა და ჰოსპისი საფასურს 20 რიცხვის ნაცვლად, თვის ბოლოს იხდის.  

„ჩვენც ძალიან ვეცადეთ, რომ რაღაც გაგვეკეთებინა იმ ბავშვევბის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ სხვა ვერაფერი შევძელით, სამწუხაროდ. პატარა კომპანია ვართ. არ ვართ დიდი კომპანია, რომელიც ფინანსურად მყარია“, - ამბობენ კომპანიაში.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, საყოფაცხოვრებო ტარიფით ჰოსპისისთვის გაზის მიწოდება ვერ მოხერხდება.

„კერძო კომპანიაა. ისეთი ტარიფით ვერ მივაწვდით, რა ტარიფითაც [საყოფაცხოვრებო ტარიფია]. სემეკს გადავცემთ ინფორმაციას, რამდენი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი გვყავს და რამდენი კომერციული. შესაბამისად, ხდება ანგარისწორების დათვლაც. როცა კომერციულს გადავცემთ, რომ 20 აბონეტი გვყავს, როგორ გადავიყვანოთ საყოფაცხოვრებო ტარიფზე ეს ერთი ჰოსპისი?!. ანუ ჩვენ უნდა გადავუხადოთ, ფაქტობრივად, ასე გამოდის“, - ამბობენ კომპანიაში.

 „ლიბერალი“ დაუკავშირდა „თბილისის მერიას“, აპირებენ თუ არა ბავშვთა ჰოსპისისა და სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებას გაზის გადასახადში. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^