Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გოცირიძე - უმრავლესობამ გადაწყვიტა, დაასწროს ოპოზიციას და დასვას ყველა მწვავე შეკითხვა

21 დეკემბერი, 2018 15:57

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენენ. გახარიას ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატებმა შეკითხვებით მიმართეს. 

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, უმრავლესობის წევრებს ჰქონდათ ტაქტიკა, დაესწროთ უმცირესობისთვის და დაესვათ ყველა ის მწვავე შეკითხვა, რომელიც არსებობს გახარიასა და ხელისუფლების მმართველობის მიმართ. 

„ბატონო გიორგი, თქვენ ახლა დაინახეთ ძალიან თვალთმაქცური და სასაცილო ტაქტიკა უმრავლესობის. რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ თურმე დაასწრონ ოპოზიციას და  დასვან ყველა მწვავე შეკითხვა, რაც კი არსებობს თქვენი და ხელისუფლების მიმართ“, - თქვა გოცირიძემ.

მისი თქმით, უმრავლესობის წევრები არიან ის ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას აფგან მუხთარლისა და ჩატაევის საქმეზე, რომელიც თავის მხრივ კავშირშია თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობასთან. 

„ლამის ყველა დანაშაული, ჩადენილი ამ ქვეყანაში მოისმინეთ მაგათი ენით და  დღეს აქ ეს ადამინები ღვრიან ნიანგის ცრემლებს, როდესაც ესენი აფარებდნენ დანაშაულს ხელს და ხელს გვიშლიდნენ, თუნდაც იმავე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაში, როგორიც იყო აფგან მუხთარლის საქმე, როგორიც იყო ჩატაევის სპეცოპერაცია, რომელიც მერე პირდაპირ ეხება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობას. ეს ადამიანები იყვნენ წინააღმდეგნი, რომ ნათელი მოჰფენოდა მთელ ამ დანაშაულებს და ახლა დგანან და შეკითხვებს გისვამენ ნაღვლიანი სახეებით“, - თქვა გოცირიძემ. 

გიცირიძემ აღნიშნა, რომ უმრავლესობის წევრებმა ვერ დასვეს ერთი შეკითხვა, რომელიც ეხება არჩევნების დღეს, როცა პოლიციელები წვრილმან კრიმინალებთან ერთად იყვნენ საარჩევნო უბნებთან. 

 მაგრამ ერთი შეკითხვის დასმა მაინც ვერ გაბედეს. ერთი, რომელიც მათ ტაქტიკაშიც კი ვერ ჩაჯდა. და ეს არის შემდეგი შეკითხვა. ბატონო გიორგი, როგორ ხსნით იმას, რომ ამ არჩევნებში პოლიცია, პატრული გვერდით, სულ ხუთიოდე მეტრის დაშორებით, პირადად ჩემს უბანში იდგა წვრილფეხა კრიმინალებთან ერთად და მსხვილფეხა კრიმინალები ტელეფონით ხაზზე არიან საზღვარგარეთიდან, ქურდები და მოქურდო ელემენტები მართავდნენ საარჩევნო პროცესს. რომლის გვერდით იყვნენ სწორედ თქვენი უწყების წარმომადგენლები. გრცხვენიათ თუ არა იმის გამო, რომ თქვენ შელახეთ პოლიციელის მუნდირი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^