Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოქალაქეები ხელისუფლებას მუნიციპალური კინოთეატრის შექმნის მოთხოვნით მიმართავენ - პეტიცია

21 დეკემბერი, 2018 20:43

საქართველოს მთავრობას, კულტურისა და ეკონომიკის სამინისტროებს, თბილისის მერიას და კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს მოქალაქეები და კინოსპეციალისტები მუნიციპალური კინოთეატრის შექმნის მოთხოვნით მიმართავენ.

პეტიციის ტექსტში ვკითხულობთ, რომ თუკი სახელმწიფო ინიციატივას გამოიჩენს, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდება პირველი მუნიციპალური კინოთეატრის დაფუძნება იმავე, 1939 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში, რომელიც, გახსნის დღიდან, როგორც კინოთეატრი, ისე ფუნქციონირებდა. საუბარია „თავის დროზე უსამართლო პირობებით გასხვისებულ კინოთეატრ „რუსთაველზე“, რომელიც ამჟამად დახურულია“. 

„მოგახსენებთ, რომ მსოფლიოს უამრავ სახელმწიფოში მუნიციპალური კინოთეატრები ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება.   ამჟამად ბიუჯეტიდან თანხა მხოლოდ ფილმწარმოებაზე გამოიყოფა, მაგრამ სახელმწიფო არ ზრუნავს გადაღებული ფილმების ხელმისაწვდომობაზე. კომერციულ კინოთეატრებში ბილეთის ფასი საკმაოდ მაღალია, რის გამოც, ქართული ფილმები ჰოლივუდისა და ევროპის მსხვილი კომპანიების პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევენ“, ვკითხულობთ პეტიციაში

პეტიციის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კომერციული კინოთეატრების პროგრამებში არ ხვდება ევროპული და მსოფლიო კინოს მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ფილმები. „არსებობს გამონაკლისები, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ბილეთის მაღალი საფასურის გამო, საავტორო კინოსა და ე.წ. არტჰაუსს მაყურებელი არ ჰყავს“.

„ამ მხრივ, კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობა რეგიონებშია, სადაც კულტურული ცხოვრება თითქმის გაჩერებულია. არსებულ მდგომარეობას, ყველაზე ნაკლები დანახარჯით, სწორედ მუნიციპალური კინოთეატრები შეცვლის. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯის გადადგმა კი უკვე შეიძლება“.

ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობას შემუშავებული აქვს ყველა სახელოვნებო მიმართულების დოტაციის პოლიტიკა, გარდა კინოინდუსტრიისა. 

„სახელმწიფოს ინტერესებში შედის, ან უნდა შედიოდეს, ისეთი კულტურული დაწესებულების არსებობა და განვითარება, რომელიც მომართული იქნება მაყურებელს ხელმისაწვდომ ფასადშესთავაზოს როგორც თანამედროვე ქართული და მსოფლიო კინო, აგრეთვე კინოკლასიკა, რეტროსპექტივები, სპეციალური კვირეულები, გამოფენები, ფესტივალები. ასეთი სივრცე ხელსაყრელი იქნება საგანმანათლებლო პროგრამებისთვის − ვორკშოპების, მასტერკლასებისა და სხვა მსგავსი ტიპის შეხვედრებისთვის“, - წერია პეტიციის ტექსტში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^