
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი ზაზა შათირიშვილი საბჭოს ტოვებს. ამის შესახებ „ლიბერალისთვის" გახდა ცნობილი.
როგორც მან „ლიბერალს“ განუცხადა, აფუძნებს ახალ ტელევიზიასა და ჟურნალს, ამიტომ ინტერესთა კონფლიქტის გამო ბორდიდან გადის. კითხვაზე ვისთან ერთად აფუძნებს ტელევიზიას, გვიპასუხა, რომ „ეს საიდუმლოა“.
ზაზა შათირიშვილმა უკვე განცხადებით მიმართა პარლამენტის კანცელარიას - შეუწყვიტონ უფლებამოსილება. ის სამეურვეო საბჭოს წევრად 2018 წლის 23 მარტს აირჩიეს.