Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მოთხოვნა არის დამნაშავე პირების დასჯა“ - ბაჩანა შენგელია პროკურატურაში იმყოფება

25 დეკემბერი, 2018 18:32

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია გენერალურ პროკურატურაში იმყოფება.

ბაჩანა შენგელია განათლების მინისტრისა და განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის სამი წარმომადგენლის მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვს. 

„მოთხოვნა არის დამნაშავე პირების დასჯა, ამ ეტაპზე გამოკვეთილი გვყავს ოთხი პირი განათლების სამინისტროდან. ესენი არიან ინსპექტირების თამანშრომლები წამალაშვილი და ჯაფარიძე და მათი უფროსი გაბიჩვაძე, ასევე მინისტრი, რომელთა ხელმოწერილი დოკუმენტებიც დევს საქმეში. თუმცა ვფიქრობთ, რომ გამოძიების პროცესში ეს წრე გაიზრდება. ვფიქრობთ, რომ ბევრად მეტი ადამიანი არის ჩართული ამ საქმეში, ვიდრე ეს დღეს მტკიცებულებებით ჩანს“, - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ. 

ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. ბაჩანა შენგელია სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას პედაგოგზე პოლიტიკური შეხედულების გამო ზეწოლად აფასებს. 

რის გამო მიიჩნია სამინისტრომ ია კერზაიას გათავისუფლება მიზანშეწონილად - ინსპექტირების დასკვნა

უნდა დადგინდეს, იყო თუ არა ზეწოლა - უმრავლესობის წევრები ია კერზაიას გარდაცვალებაზე

რა მოხდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში - ოპოზიცია დირექტორის შევიწროებაზე საუბრობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^