Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჟურნალისტის თქმით, რუსულ პროპაგანდაზე მომზადებული სიუჟეტის გამო ემუქრებიან

26 დეკემბერი, 2018 12:13

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველკვირეული გადაცემა "ახალი კვირის" ჟურნალისტს, ქეთი თუთბერიძეს, რუსული პროპაგანდის შესახებ მომზადებული სიუჟეტის შემდეგ ულტრანაციონალისტური მოძრაობის წევრი, თორნიკე ვაშაკიძე დაემუქრა. 

"საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრმა თორნიკე ვაშაკიძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ სიუჟეტის ეთერში გაშვებისთვის მაუწყებელი მოლოტოვის კოქტეილის ღირსია, ჟურნალისტი კი - სარზე დასმის. 

გადაცემის გვერდზე გუშინ გავრცელდა განცხადება, სადაც შსს სამინისტროს მოუწოდეს დროული, ადეკვატური რეაგირება ჰქონდეს ძალადობის მოწოდების, ფიზიკური განადგურების, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ამ ფაქტზე.

შსს სამინისტროში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რომელიც მუქარას გულისხმობს. 
ქეთი თუთბერიძის თქმით, ჯერ მას არ დაკავშირებიან სამართალდამცავი უწყებები, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ გამოძიება დაიწყო. 

23 დეკემბერს გადაცემა "ახალ კვირაში" გავიდა სიუჟეტი, სადაც ანონიმური რესპოდენტი ამბობს, რომ ის თვეების განმავლობაში ერთ-ერთი ანტიდასავლური ფეისბუქჯგუფის წევრი იყო და ჰყვება დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელების სტრატეგიის შესახებ. 

"მე მათ ჯგუფში ექვსი თვის განმავლობაში ვიყავი სხვა სახელით და გვარით, ვხედავდი, როგორ აკეთებდნენ ორგანიზებას, ვთქვათ, ჩააგდებდნენ ბმულს, ლინკს რომელიმე მედიასაშუალების სტატიის, ან ადამიანის პოსტის და წავიდა, ბიჭებო, შევესიეთ. შემდეგ მიდიოდა იქ კომენტარებში საშინელი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი მიზანმიმართულად. რაც შეეხება კონკრეტულ მედიასაშუალებებს, მახსენდება „ლიბერალი“, „ტაბულა“, „ნეტგაზეთი“, „პირველი არხი“ თუნდაც. ხშირად ვხედავდი ამ ჯგუფში ამ მედიასაშუალებების ლინკებს, როგორც სამიზნეს", - ჰყვება ანონიმური წყარო. 

თორნიკე ვაშაკიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა ,,საქართველოს ეროვნული ერთობა'' დატოვა, თუმცა ულტრამემარჯვენეა. ის ამბობს, რომ მუქარას ადგილი არ ჰქონია. 

“ასევე ვამბობ იმას,რომ არავითარ მუქარას ადგილი არ ჰქონია ჩემი მხრივ. ალეგორიას ვიცი,რომ ვერ ხვდებიან მსგავსად დიდი "ინტელექტუალური მონაცემების მქონე" ადამიანები, მაგრამ რას ვიზამთ, ეს საერთო სურათს არ ცვლის!“ - წერს თორნიკე ვაშაკიძე საკუთარი გვერდზე.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^