Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლომჯარია: მოვუწოდებ პროკურატურას, მაჩალიკაშვილის ოჯახს მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების თაობაზე

26 დეკემბერი, 2018 13:30

მოვუწოდებ პროკურატურას, რომ პირველ რიგში მაჩალიკაშვილის ოჯახს მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. როდესაც შარშან ეს ფაქტი მოხდა, მეც გავაკეთე განცხადება, რომ დროულად ჩატარებულიყო გამოძიება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია გასული, არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის ან შედეგების შესახებ, რაც შეეხება უშუალოდ გარდაცვალების გარემოებებს. სამწუხაროდ, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურამ არ მოგვცა წვდომა მიმდინარე გამოძიების მასალებზე. კიდევ ვფიქრობთ, უკვე საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ ამ კითხვებს გასცეს დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროკურატურას, რომ პირველ რიგში ოჯახს მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.  

რა დარღვევებია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში - EMC-ის შემაჯამებელი ანგარიში

EMC თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ინტერვიუს ეხმიანება

მოვითხოვთ, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სპეციალური კომისია შეიქმნას - ადვოკატი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^