Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტი უზენაესის მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს

26 დეკემბერი, 2018 17:44

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას. ამ საკითხს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე მიუბრუნდება. 

„როგორც მოგეხსენებათ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების წარდგენა საბჭოს მხრიდან დასაბუთებული იყო სასამართლოს წარმომადგენლობის შევსების საჭიროებით. 

როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლე, რაც ხელს უშლის საქმეთა დროულ განხილვასა და გადაწყვეტას.

სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ გამოითქვა სურვილი, კანდიდატების შერჩევა განხორციელდეს წინასწარ გაწერილი პროცედურისა და კრიტერიუმების შესაბამისად.

აღნიშნულის გათვალისწინებით და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დღეს გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას. ამ საკითხს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე მიუბრუნდება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოს შემადგენლობის დროული შევსება მაღალკვალიფიციური კადრებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცესი კონსტიტუციასთან შეესაბამოა - ომბუდსმენი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები განცხადებას ავრცელებენ

NGO-ები პარლამენტისგან უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების შეჩერებას მოითხოვენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^