Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ეს მშენებლობა ქალაქისთვის კიდევ ერთი მძიმე დარტყმა იქნება“ - რისთვის დააჯარიმეს ნატა ფერაძე

27 დეკემბერი, 2018 13:24

პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე სასამართლომ შეურაცხმყოფელი ჟესტების გამოყენებით მშენებლობის შეფერხებისთვის 500 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ „ლიბერალს“ ნატა ფერაძე ესაუბრა.

საქმე ეხება ჭოველიძის ქუჩის ბოლოში, მთაწმინდაზე დაწყებულ შენებლობას. როგორც ნატა ფერაძე „;ლიბერალთან“ ამბობს, ამ ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს კლდის ჭრა.

„ძველი გენგეგმით ეს არის სარეკრეაციო ზონა, ახალი გენგემით, რომელიც იანვრიდან შევა ძალაში ეს არის სატყეო ზონა, რომელსაც კიდევ უფრო მკაცრი დაცვა აქვს", - ამბობს ნატა ფერაძე. 

პარტიზანი მებაღე ჰყვება, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა დავით ნარმანიას მიერ დაშვებული სპეციალური ზონალური შეთანხმებით გაიცა. მშენებლობა 2014 წელს დაიწყო, მაგრამ შემდეგ შეჩერდა. წელს კი კახა კალაძის მიერ ნებართვა განახლდა, ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა შევიდა და კლდის ჭრა გაგრძელდა.

„ვაპირებთ, რა თქმა უნდა, სამართლებრივად მივმართოთ მერიას, სასამართლოს და ა. შ., თუმცა სამართლებრივი პროცესი, როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, ვაკის პარკის და სხვა ობიექტის შემთხვევაში, წლები გრძელდება. ამასობაში თუკი მოჭრიან აქ კლდეს,  სამი წლის მერე სასამართლო პროცესის მოგების შემთხვევაშც კი, უკვე მოჭრილ კლდეს ვეღარ აღვადგენთ, არაფერი ეშველება, ამიტომ მიწევს ფიზიკურად მშენებლობისთვის ხელის შეშლა.

სწორედ ამიტომ,  მე, ჩემი ძაღლი და ორი აქტივისტი შევედით ტერიტორიაზე, ძალიან უხეშად გვექცეოდნენ თვითონ სამშენებლო ფირმის წარმომადგენლები, რაზეც ვერ გეტყვით, რომ ძალიან ზრდილობიანი დიქცია იყო, მაგრამ პირდაპირი შეურაცხყიფა არ მიმიყენებია. გადაწყვეტილებაში წერია, რომ შუა თითის აწევისთვის, ანუ შეურაცხმყოფელი ჟესტებისთვის დამაჯარიმეს 500 ლარით ამჯერად", - ამბობს ნატა ფერაძე. 

ნატა ფერაძე მიიჩნევს, რომ მშენებლობა ქალაქისთვის დამღუპველი იქნება და კიდევ ერთი მძიმე დარტყმა. ამიტომ პარტიზანი მებაღეები აპირებენ ინტენსიურ აქციებს, იმისათვის, რომ შენებლობას ხელი შეუშალონ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^