Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ გადადგომა ამ ყველაფერს - კობახიძე

27 დეკემბერი, 2018 16:24

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მედიასთან საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პარლამენტს უკვე გაცხადებული ჰქონდა, რომ ამ ეტაპზე უზენაესის მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით განხილვებს აჩერებდა. შესაბამისად, მისი თქმით, გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ გადადგომა უზენაესის მოსამართლეების არჩევის პროცესს. 

ეკა ბესელიამ დღეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მისი გადადგომით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გაუმართლებელი პროცესი შეჩერდა. 

"ჩვენ გვქონდა ამ საკითხის განხილვა საპარლამენტო ფორმატში. პარტიულ ფორმატში შედგა შეხვედრები უმრავლესობის წარმომადგენლებთან, რომელსაც პარტიის თავჯდომარე ესწრებოდა, სადაც განხილული იყო როგორც პროცედურა, ისე საუბარი იყო კანდიდატებზე. მე გავაკეთე განცხადება, რომ წელს აღარ ვიღებდი გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა ყოფილიყო უზენაესის მოსამართლე. ჩემთვის გაუგებარია ეკას ბესელიას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა გადადგომა ამ ყველაფერს, ლოგიკური საფუძველი არ ჩანს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა სოფო კილაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც განაცხადა, რომ ბესელიას გადადგომასა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს შორის კავშირს ვერ ხედავს.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^