Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი კობახიძე მხოლოდ გიორგი მიქაუტაძეს შეხვედა, რაც კლანის მხარდაჭერას ნიშნავს - ანა დოლიძე

29 დეკემბერი, 2018 13:23

ფოტო: IPN

იუსტიციის უმაღლესო საბჭოს წევრის ანა დოლიძის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელი შეხვედრა იუსტიციის უმაღლესო საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძესთან, კლანის მხარდაჭერაზე მეტყველებს, რაც დოლიძის თქმით, მიუღებელია. დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ ბრიფინგი გამართეს.

„ყველა ვაცნობიერებთ, რომ ამ კვირას ჩვენ მოვიგეთ დიდი ბრძოლა, ჩვენ ყველამ ერთად სახელმწიფოს ავარიდეთ ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე, ვინაიდან სასამართლო კლანს ჰქონდა სასამართლოს მიტაცების კიდევ ერთი მცდელობა. ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა არის კლანის გაფართხალება ჩვენს გამარჯვებასთან მიმართებაში და ამ გამარჯვებისთვის ჩვენ, ყველას გვინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ნებისმიერი ფორმით ამოიღო ხმა. თუმცა ეს ბრძოლა გრძელდება. ამ ბრძოლის ფონზე გუშინ ყველამ შევიტყვეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეხვდა საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების ფონზე ეს შეხვედრა აღიქმება როგორც თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა. ამდენად, ეს შეხვედრა ჩვენთვის მიუღებელია", - განაცხადა ანა დოლიძემ და დასძინა - „მწვავე ვითარების ფონზე, რომელიც ბოლო დროს იუსტიციის საბჭოში მიმდინარეობს, კობახიძის მხრიდან მხოლოდ მიქაუტაძესთან შეხვედრა აღნიშნული კლანის და ჯგუფის მხარდაჭერას ნიშნავს".

მოვითხოვთ კანონში ცვლილებას, რომ იუსტიციის საბჭომ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატები კონსენსუსით შეარჩიოს - ნაზი ჯანეზაშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^