Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბათუმში ძლიერი ქარისას დაშავებული კაცი გარდაიცვალა

05 იანვარი, 2019 14:26

ბათუმში 4 იანვარს ძლიერი ქარის დროს დაშავებული კაცი გარდაიცვალა. ის ბათუმის მედცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 54 წლის დაშავებული კლინიკა „მედცენტრში“ გუშინ მიიყვანეს. ექიმების თქმით, მას თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ტრავმები აღენიშნებოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მეორე დაშავებული ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 60 წლის კაცს ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მოტეხილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.

ორი მოქალაქე ძლიერი ქარის გამო ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა. შემთხვევისას დაზიანდა ორი ავტომანქანაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^