Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აფთიაქებში მცირე მარაგის გამო, სახელმწიფო „ტამიფლუს“ უფასოდ უფრო მეტ ადამიანზე გასცემს“ - სერგეენკო

05 იანვარი, 2019 19:06

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, აფთიაქებში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „ტამიფლუ“ დეფიციტური გახდა. ამის გამო, სახელმწიფომ იმ რისკ-ჯგუფების ჩამონათვალი გააფართოვა, რომლებსაც მედიკამენტს უფასოდ გადასცემენ.

„ტამიფლუ“ უფასოდ ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის გაიცემოდა. დღეიდან კი მედიკამენტს, მინისტრის თქმით, უფასოდ მიიღებენ ბავშვები, ასაკით პენსიონრები, დიაბეტის, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადების მქონე პირებიც.

სერგეენკოს თქმით, ამ რისკ-ჯგუფებში შემავალ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან იღებენ მედიკამენტს.

„ინფორმაცია, რომელ აფთიაქებში იქნება „ტამიფლუ“, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიდან – 1505 შეგიძლიათ მიიღოთ. ცხელ ხაზზე ოპერატორების რაოდენობა გაიზრდება, რომ ინფორმაცია დროულად მიიღონ მომხმარებლებმა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, ამჟამად სახელმწიფოს ანტივირუსული მედიკამენტების საკმარისი მარაგი აქვს და მისი დეფიციტი ბოლო ორი დღის განმავლობაში მხოლოდ სააფთიაქო ქსელებში შეიქმნა. მედიკამენტის მარაგი ხელახლა 10 იანვარს შეივსება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

4 ლგბტ აქტივისტს ჰომოფობიური მოტივით ფიზ ...

ლგბტ აქტივისტი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე მას და კიდევ 3 აქტივისტს ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი კლუბის ...
20 აპრილი
20 აპრილი

ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ბრა ...

ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღვანელის, ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ...
20 აპრილი
20 აპრილი

ზუგდიდში მოწამლული 10 უცხოელი ბავშვის სა ...

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 უცხოელი ბავშვი გადაიყვანეს. როგორც „ლიბერალს“ „ევექსში&ldqu ...
^