Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„15%-ზე ნაკლები რეიტინგის შემთხვევაში, 2019 წელს, გადავდგები" - რას აპირებს მაღლაფერიძე

09 იანვარი, 2019 12:10

„14,9%-ზეც გადავდგები". - თქვა  2017 წლის თებერვალში „ლიბერალთან" ინტერვიუში საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად არჩეულ გენერალურ დირექტორთან, ვასილ მაღლაფერიძემ.

მან ინტერვიუში რამდენჯერმე გაიმეორა, რომ გადადგებოდა თანამდებობიდან, თუკი 2019 წლისთვის მაუწყებლის რეიტინგი 15%-ზე მაღალი არ იქნებოდა.

მაღლაფერიძე იმ დროისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა შეხვედრებს და მაუწყებლის განვითარების ხედვაზე მსჯელობდა, რამაც მაშინ საზოგადოების მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა.

ჩვენ გვინდა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იყოს კონკურენტუნარიანი და კონკურენციაში მონაწილე. კონკურენციაში უნდა შევიდეთ - რეიტინგით, პლუს ხარისხი". - უთხრა მაშინ „ლიბერალს" მაღლაფერიძემ.

„ჩვენ ვამბობთ, რომ დავდებ 15%-იან რეიტინგს, თუ ვერ დავდებ, მივდივარ. ნებისმიერ შემთხვევაში, მივდივარ. არ შეიძლება სწორება 3, 4, 5%-ზე. ეს საინტერესო არ არის. „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ უნდა აკეთოს კარგი პროდუქტი, რადგან ამისთვის ადამიანები ფულს იხდიან". - დააზუსტა ინტერვიუს ბოლოს მაღლაფერიძემ.

ლიბერალი ვასილ მაღლაფერიძესთან დაკავშირებას ცდილობს, რათა გაარკვიოს, აპირებს თუ არა პირობის შესრულებას და გადადგომას, ვინაიდან  მაუწყებლის რეიტინგი 15%-ს არათუ აღემატება არამედ მასთან ახლოსაც არ არის. 2018 წლის ბოლოს TV MR-ის მონაცემები ასე გამოიყურებოდა.



ვასილ მაღლაფერიძემ ჩვენს სატელეფონო ზარს და შეტყობინებებს არ უპასუხა, რის შემდეგაც ინფორმაციის გადამოწმება ტელეკომპანიის ბლოკების ხელმძღვანელებთან ვცადეთ. 

„მე საიდან უნდა ვიცოდე, რას აპირებს ვასილ მაღლაფერიძე" - გვითხრა ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელმა, გიორგი გვიმრაძემ.

„ამას, ალბათ, სერიოზულად არ იტყოდა" - განუცხადა „ლიბერალს" მედიისა და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორმა, თინა ბერძენიშვილმა. მას შემდეგ, რაც დავუდასტურეთ, რომ მაღლაფერიძის განცხადება სრულიად სერიოზული იყო, გვითხრა, რომ მისი ინფორმაციით, ვასილ მაღლაფერიძე გადადგომას არ გეგმავს და ამას თუ გადაწყვეტს, ყველა ერთად გავიგებთ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^