Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თუ საქართველო ცნობს უკრაინის ავტოკეფალიას, მაშინ რუსეთის საპატრიარქო ცნობს აფხაზეთს“ - ბურჯანაძე

09 იანვარი, 2019 16:23

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, საქართველომ არ უნდა აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რადგან ამ შემთხვევაში, როგორც ბურჯანაძე აცხადებს, რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ეკლესიებს აღიარებს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ზუსტად ვიცი, რომ თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთის ეკლესია ავტომატურად გააკეთებს იმას, რაც აქამდე არ გაუკეთებია - აღიარებს აფხაზეთის ეკლესიას. ეს იქნება დიდი ნაბიჯი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობისა და საქართველოს დაღუპვისაკენ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით, იმ პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს მოუწოდებს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისკენ, პროდასავლურობას არის ამოფარებული და რეალურად ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, ის პატივს სცემს უკრაინელი ხალხის ინტერესებს, მაგრამ საქართველომ პირველ რიგში თავის მომავალზე უნდა იფიქროს.

ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საპატრიარქო ამ საკითხს გადაწყვეტს ისეთივე სიფრთხილით, როგორი სიფრთხილესაც აქამდე სხვა თემების მიმართ იჩენდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 იანვარი
22 იანვარი

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი  თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მ ...
22 იანვარი
22 იანვარი

თბილისში 4 წლის გოგონას დაღუპვის საქმეზე ...

თბილისში 4 წლის გოგონას დაღუპვის ფაქტზე ბავშვის დედა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადება ...
22 იანვარი
22 იანვარი

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნე ...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 15 თებერვალს ჩატარდება, მხოლოდ ერთი კანდიდატი, ფედ ...
^