Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვიად კორძაძე: მამუკა ხაზარაძისთვის ნასესხები თანხა მთლიანად თიბისი ბანკს მოხმარდა

09 იანვარი, 2019 22:37

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ადვოკატის ზვიად კორძაძის თქმით, მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკისგან 11 წლის წინ თანხა ისესხა. თუმცა, მისი მიზანი ბანკის ლიკვიდურობის გაზრდა იყო, რადგან ომის შემდეგ ორგანიზაცია გადასარჩენი იყო. კორძაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ მაშინ დაახლოებით 80 მილიონამდე თანხის მობილიზება მოხდა ამ მიზნით და პროკურატურას ბრალის წაყენების საფუძველი არ აქვს.

„ეს ტრანზაქცია არის 11 წლის წინანდელი, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ არაერთხელ იქნა შემოწმების პერიოდში შესწავლილი, არანაირი პრობლემა არც ძველი, არც ახალი ხელისუფლების დროს არ ყოფილა. აღნიშნულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, პროკურატურას გაუჩნდა კონკრეტული კითხვები, მამუკა ხაზარაძე დაიკითხა სასამართლოში. ჩვენ სასამართლოში დაკითხვის შესაძლებლბა ავირჩიეთ, რომელიც არსებობს ახალი პროცესის მიხედვით და მიეცა ყველა საკითხზე კონკრეტული განმარტება. თუ დააკვირდებოდით დღეს პროკურატურის განცხადებას, პროკურატურა ამბობს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, არავითარი საფუძველი სხვა ბრალის წაყენების არ არსებობს“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის თქმით, ამ შემთხვევაში აბსურდულია გამოძიების მუხლიც - ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზება.

„თავისთავად მყვირალა მუხლია, მაგრამ ამ შემთხვევაში საერთოდ აბსურდია. იმიტომ, რომ საქმე ეხება თანხის სესხებას ერთი პირის მიერ მეორე პირისგან. გამოჩნდა ისე, რომ ეს თანხა აღებულია და სადღაც არის წაღებული. სინამდვილეში თანხა, არა მხოლოდ ეს 17 მილიონი, არამედ 80 მილონამდე, რომლის მობილიზებაც მაშინ მოხდა, მოხმარდა თვითონ თიბისი ბანკის ლიკვიდურობის გაზრდას. პრობლემა იყო ბანკის ლიკვიდურობის, გადასარჩენი იყო ომის მერე ბანკი. მთელი ეს თანხა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ისევ თიბისი ბანკს მოხმარდა. არსად ეს თანხა, ერთი „კაპიკი“ სხვა რამეში არ დახარჯულა. ასე რომ, ეს არის ჭიქაში ქარიშხალი, რომელიც წარმოიშვა ამ ორი დღის განმავლობაში“, - თქვა ზვიად კორძაძემ.

პროკურატურამ დოკუმენტაცია 2008 წლის რიგით კანონიერ საბანკო ოპერაციაზე ამოიღო - თიბისი ბანკი

პროკურატურის განცხადებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკის, მისი კლიენტი იურიდიული პირების, აქტიონერებისა და ადმინისტრაციის ფინანსური საქმიანობის შესწავლა. გამოიკვეთა, რომ კონკრეტული აქტივობები შეიცავდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრების ნიშნებს. რეაგირების მიზნით, მონიტორინგის სამსახურმა მასალებით მიმართა როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე საქართველოს პროკურატურას. 2 აგვისტოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში კომპანიებმა შპს „სამგორიელმა“ და „სამგორი თრეიდმა“ თიბისი ბანკისგან საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით აიღეს სესხი 17 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც იმავე დღეს, სესხის სახით, გაიცა ფიზიკურ პირებზე, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე.

„სესხის თანხის გადახდის გარეშე, 2008 წლის ბოლოს სესხი გადატანილ იქნა გარე საბალანსო ანგარიშზე, ანუ ჩამოიწერა. ხოლო შემგდომ, 2012 წელს ისე რომ ამ კომპანიებს სესხის თანხა არ გადაუხდიათ, ჩანაცვლებულ იქნა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მიერ. საგულისმხმოა, რომ ამ კომპანიებს სესხის სახით თანხა არ გაუღიათ და თიბისისთვის არ აუნაზღაურებიათ“, - აცხადებენ უწყებაში.

ბიზნესასოციაცია თი ბი სი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^