Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მოპოვება მიულოცა

11 იანვარი, 2019 11:39

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭება მიულოცა. პომპეოს თქმით, უკრაინის ეკლესიისთვის ეს ისტორიული მიღწევაა და აშშ განაგრძობს რელიგიური თავისუფლების მხარდაჭერას, მათ შორის, უკრაინელი ერისაც.

„უკრაინის დამოუკიდებელი, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის 6 იანვარს ავტოკეფალიის მინიჭება ისტორიული მიღწევაა იმ დროს, როცა უკრაინა თავისი მომავლის განსაზღვრისკენ მიისწრაფვის. აშშ კიდევ ერთხელ მხარდაჭერას უცხადებს სუვერენულ, დამოუკიდებელ უკრაინას“, - ნათქვამია პომპეოს განცხადებაში.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ მიესალმება უკრაინის ეკლესიის წინამძღვრის, მიტროპოლიტ ეპიფანეს სურვილს, რომ უკრაინის ეკლესია ღიაა ყველა მართლმადიდებელი მორწმუნისთვის და მხარს უჭერს ქვეყანას ტოლერანტობის წახალისებაში.

„აშშ განაგრძობს რელიგიური თავისუფლების ძლიერ მხარდაჭერას, მათ შორის, მხარდაჭერას რელიგიური ჯგუფების წევრებისა, რელიგიის საკითხები გადაწყვიტონ საკუთარი მრწამსის შესაბამისად, სხვების ჩარევის გარეშე.

ჩვენ მივესალმებით მიტროპოლიტ ეპიფანეს ნათქვამს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ღიაა ყველა მართლმადიდებელი მორწმუნისთვის, მივესალმებით უკრაინის ხელისუფლებისა და ეკლესიის ძალისხმევას, რომ წაახალისონ ტოლერანტობა და თითოეული ადამიანის რწმენის თავისუფლება“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი მიტროპოლიტ ეპიფანეს 6 იანვარს გადასცა. 

ბართლომემ დოკუმენტებს ხელი ტომოსს 5 იანვარს სტამბოლში გამართულ ცერემონიალზე მოაწერა. 

რუსული 330-წლიანი რელიგიური კონტროლის შემდეგ, ისტორიული დოკუმენტით უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას დამოუკიდებლობა, ავტოკეფალია მიენიჭა.

მანამდე, 15 დეკემბერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერები ახალი ეროვნული მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნაზე შეთანხმდნენ და მის ხელმძღვანელად 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს.

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თქმით, ეროვნული უსაფრთხოება რუსეთისგან „სულიერ დამოუკიდებლობაზეა“ დამოკიდებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ - სპეცია ...

ლიბერალში 7 ივლისამდე უნდა გვემუშავა, თუმცა მფლობელის მოთხოვნით, ხვალიდანვე ვტოვებთ რედაქციას. მოკლედ მიზეზებზე: ...
22 ივნისი
22 ივნისი

შსს: დაკავებულთაგან 121 პირს ადმინისტრაც ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შე ...
22 ივნისი
22 ივნისი

ოკუპაცია და 20 ივნისის მოვლენები ესტონეთ ...

დღეს საპროტესტო აქცია, ბერლინის გარდა, ესტონეთში, ქალაქ ტალინშიც გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს განვითარ ...
^