Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, გრიპის შემთხვევები იკლებს

11 იანვარი, 2019 12:18

იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, გრიპის შემთხვევები იკლებს და ამაზე ბოლო კვირებისა და დღეების დინამიკა მიუთითებს. ივანე ჩხაიძის განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, იაშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსის დიაგნოზით 63 პაციენტი წევს. მათ შორის, დეკემბრის ბოლოს ფილტვების ანთებით ჰოსპიტალიზებული იყო 32 პაციენტი, იანვრის პირველ კვირას - 20, მიმართვიანობა და ჰოსპიტალიზაცია კი იანვრის პირველ კვირას ნაკლებია, ვიდრე იყო დეკემბრის ბოლო კვირაში.

„ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, არ შეცვლილა და მძიმე ჩივილებით 3 პაციენტი მკურნალობს. ორ მათგანთან დადგენილია გრიპის შემთხვევა გართულებული ფილტვების ანთებით, ერთ პაციენტთან კი გრიპი მიმდინარეობს ფილტვების ანთების გარეშე. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. სავარაუდოდ, ორ მათგანს ხვალ გადავიყვანთ კრიტიკული მედიცინის ექიმების კონტროლიდან. ერთი კი გააგრძელებს მკურნალობას. დღეს დილით იაშვილის კლინიკაში წევს 63 პაციენტი, რომლებზეც დადგენილია გრიპისა და გრიპის მაგვარი დავადებების კლინიკური ნიშნების მიხედვით დიაგნოზი. გუშინდელი მდგომარეობით იყო 72 პაციენტი ანუ ყოველდღიური დინამიკაც არ მიუთითებს შემთხვევების მატებაზე. პირიქით, როგორც კვირების, ასევე დღეების მიხედვით შემთხვევები ნაკლებია,“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან ივანე ჩხაიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^