Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჭავჭავაძის გამზირზე ავარიაში ბრალდებულ სასწრაფოს მძღოლს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

11 იანვარი, 2019 15:58

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე ბრალდებულ სასწრაფო დახმარების ავტომანქანის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახედ 5 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

IPN-ის ცნობით, პროკურატურამ ბრალის ფორმულირებისას აღნიშნა, რომ მძღოლს ჩაეძინა, რის გამოც მან დაკარგა კონტროლი ავტომობილის მართვისას.

ადვოკატის, ვახტანგ თალაკვაძის თქმით, ვიდრე დაზუსტებით არ იქნება ცნობილი, თუ რამ გამოიწვია ავტომობილზე კონტროლის დაკარგვა, არ შეიძლება მტკიცება, რომ მძღოლს ჩაეძინა.

დაცვის მხარის პოზიციით, არ არის გამორიცხული, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო რთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე და საჭიროა, ამ გარემოებებსაც მიექცეს ყურადღება.

---

9 იანვარს ჭავჭავაძის გამზირზე, სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებარე კორპუსთან მუშებისთვის განკუთვნილ ჯიხურს შეეჯახა. 

როგორც „ლიბერალს" შსს-ში განუცხადეს, შედეგად დაშავდა 12 ადამიანი, ერთი კი გარდაიცვალა.

უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^