Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შერიგებისთვის გავაკეთებ იმას, რომ არ ჩავერევი - პრეზიდენტი უმრავლესობაში დაპირისპირებაზე

11 იანვარი, 2019 17:36

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირებაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ეს საკითხი არ არის მისი, როგორც პრეზიდენტის შესაფასებელი, ხოლო  მისს პირად გრძნობებზე საუბრის ადგილი აქ არ არის. 

„ეს არ არის შესაფასებელი ჩემი. როგორ განვითარდება პროცესები, ესეც ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მე თუ მეკითხებით ჩემს პირად გრძნობებს, რომელიმე გუნდის წევრის მიმართ, ალბათ, ეს არ არის ის ადგილი, სადაც მე უნდა გაგიზიაროთ ჩემი პირადი ურთიერთობა რომელიმე წევრის მიმართ და სხვათა შორის კარგი ურთიერთობა მაქვს ყველა მონაწილესთან, ვინც დღეს ჩართულია ამ პროცესში“,-თქვა ზურაბიშვილმა. 

მისი თქმით, ის მოვიდა, როგორც შერიგების პრეზიდენტი, მაგრამ „ამ შერიგებისთვის ის გააკეთებს იმას, რომ არ ჩაერევა“. 

„მე მოვედი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და დავიწყე მუშაობა ამ ფუნქციაში იმ იმედით, რომ მე ვიქნებოდი ერთგვარი შერიგების პრეზიდენტი და იმედი მქონდა, რომ ის შერიგება, რომელიც მქონდა წარმოდგენილი, ასევე გავრცელდება მმართველ გუნდზე და დღევანდელი პოლიტიკური დოკუსიები თუ დებატები არ გადაიქცევა რამე უფრო ღრმა დაპირისპირებად.

 შერიგებისთვის რას გავაკეთებ და ჯერ იმას, რომ ვერ ჩავერევი“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

მისი თქმით, ამ შემთხვევაში საჭიროა, რომ არ გააღრმაოს დისკუსიები და ამ ქვეყანას სჭირდება დაწყნარება, კონსენსუსი მთავარ საკითხებზე, რაშიც სასამართლოს საკითხი, მისი დამოუკიდებლობა და მის მიმართ ნდობა არის ერთ-ერთი მთავარი, რასთან მიმართებაშიც ყველა უნდა იყოს გაერთიანებული. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ - სპეცია ...

ლიბერალში 7 ივლისამდე უნდა გვემუშავა, თუმცა მფლობელის მოთხოვნით, ხვალიდანვე ვტოვებთ რედაქციას. მოკლედ მიზეზებზე: ...
22 ივნისი
22 ივნისი

შსს: დაკავებულთაგან 121 პირს ადმინისტრაც ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შე ...
22 ივნისი
22 ივნისი

ოკუპაცია და 20 ივნისის მოვლენები ესტონეთ ...

დღეს საპროტესტო აქცია, ბერლინის გარდა, ესტონეთში, ქალაქ ტალინშიც გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს განვითარ ...
^