Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვიად ქორიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდის წევრი გახდა

11 იანვარი, 2019 18:21

ჟურნალისტი და შეწყალების კომისიის ყოფილი თავჯდომარე ზვიად ქორიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ტელევიზიის ინფორმაციით, იგი აჭარის მაუწყებლის მართვის მოდელზე/სტრუქტურასა და შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტებზე იმუშავებს. 

„ერთობლივი საქმიანობის მთავარი აქცენტები  მაუწყებლის ტელე-, რადიო- და ვებპლატფორმების მართვის  დოკუმენტის მომზადება,  სამაუწყებლო ბადის ანალიზი და სრულყოფა იქნება. ზვიად ქორიძე შიდა მონიტორინგის სისტემის სრულყოფასა და მაუწყებლის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იმუშავებს, ასევე ჩაერთვება დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების პროცესში, საჭიროების შემთხვევაში კი იქნება მაუწყებლის წარმომადგენელი.  

ზვიად ქორიძე  25 წელზე მეტია პრაქტიკულ ჟურნალისტიკაშია, არის მრავალი პუბლიკაციისა და გადაცემის ავტორი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“,  „ტელეიმედის“, ტელეკომპანია „მზეს“, „პირველი არხის“ ახალი ამბების რედაქციებში. ასევე იყო სხვადასხვა გამოცემების რედაქტორი და კონსულტანტი. 

ზვიად ქორიძე  2011–2013 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს. არის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანაავტორი, რომლის საფუძველზე შეიქმნა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“.

დღეისათვის ზვიად ქორიძე  ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ჟურნალისტიკის მიმართულებით, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში," - ავრცელებს აჭარის ტელევიზია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^