Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თემის" სოციალური საწარმოს ნატურალური პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა

11 იანვარი, 2019 19:43

„თემის" სოციალურმა საწარმომ დღეს ბიო, 100% ორგანული ღვინისა და წვენების დეგუსტაცია გამართა.

„თემი" არის სოფელი გრემის ტერიტორიაზე არსებული სათემო და სოციალური საწარმო, რომელიც ფუნქციონირებს 1989 წლიდან და დღესდღეობით 70 სხვდასხვა შესაძლებლობისა და გამოცდილების ადამიანი ცხოვრობს. თემის სოციალურ საწარმოს აქვს რამდენიმე მიმართულება: მეღვინეობა, მემინდვრეობა, ველოტურიზმი, ხილის წვენის საწარმო, ბოსტანი, საქათმე, საფუტკრე, სადურგლო.

ესტონეთის საელჩოს ცნობით, ესტონეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და ესტონელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარებით, თემის სოციალურმა საწარმომ შეიძინა სპეციალური დანადგარი და დაიწყო ორგანული წვენების წარმოება, შეიქმნა დამატებით 9 სამუშაო ადგილი და რამაც ხელი შეუწყო თემის ბენეფიციარების ფინანსურ დამოუკიდებლობასა და აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„თემის" სოციალური საწარმო ნატურალურ წვენებს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების სფეროში თანამშრომლობის" პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით აწარმოებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^